ნაწარმოებები


    * * *    

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
3 იანვარი, 2017


Анна Ахматова - Дверь полуоткрыта

ანა ახმატოვა - კარი ნახევრად ღია

კარი  ნახევრად ღია,
ცაცხვის სურნელი მოდის...
სუფრაზე  დავიწყნიათ
ხელთათმანი და შოლტი.

ყვითლად მბჟუტავი ლამპა...
მივაყურადებ  შრიალს,
რატომ ინებე წასვლა?
ჯერაც ვერ გამიგია...

კვლავ გათენდება დილა
საამური და მშვენი,
ცხოვრება წარმტაცია,
გულო, დაბრძენდი, გვედრი!

თუმცა შეგეტყო დაღლა,
ძგერა გაგიხდა სუსტი,
ამომიკითხავს სადღაც,
რომ უკვდავია სული.

3 იანვარი, 2017 წ.



Анна Ахматова - Дверь полуоткрыта

Дверь полуоткрыта,
Веют липы сладко...
На столе забыты
Хлыстик и перчатка.

Круг от лампы желтый...
Шорохам внимаю.
Отчего ушел ты?
Я не понимаю...

Радостно и ясно
Завтра будет утро.
Эта жизнь прекрасна,
Сердце, будь же мудро.

Ты совсем устало,
Бьешься тише, глуше...
Знаешь, я читала,
Что бессмертны души.

1911

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები