ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნია-კო
ჟანრი: პოეზია
3 იანვარი, 2017


კუს ბაკანი (ძმას)

და რაც დრო გადის, ვხვდები, რომ ადამიანები,
საკუთარი სიკვდილივით,
მუდამ თან ვატარებთ საკუთარ სახლს...
სახლს, რომელსაც ოდესღაც ჰქონდა ბაბუის სუნი,
ბაბუის ფერი, ბაბუის გემო და ფორმა და მერე და მერე
მიეცა მამის ფერი, სუნი, გემო, ფორმა და
ახლა აქვს შენი
სუნი-ფერი-გემო და ფორმა
და სადაც უნდა იყო, ყოველთვის იცი, რომ
გაქვს საკუთარი სახლი, სადაც ნებისმიერ დროს შეგიძლია მიხვიდე,
დაისვენო, მოისვენო, შეისვენო...
და ამ შეგრძნებას,
რომ გაქვს საკუთარი სახლი,
კუს ბაკანივით თან დაატარებ...
მე ახლა იმასაც ვხვდები, რომ სიკვდილთან პირისპირ მიმავალი
გია ფირცხალაიშვილი იმაზე დარდობდა,
ეს ბაკანი რომ არ ჰქონდა და
შიშველი ზურგი ზუსტად ისევე სტკიოდა,
როგორც შიშველი სული...
ჰო, ჩვენ საკუთარი სიკვდილის გარდა, საკუთარი სახლებიც დაგვაქვს -
კუს ბაკანივით -
და ახლა სახლს, რომელსაც ჰქონდა ჯერ ბაბუის და მერე მამის:
სუნი, ფერი, გემო და ფორმა,
მიეცა შენი სუნი, ფერი, გემო და ფორმა და შენ
საკუთარი ზურგით და საკუთარი მხრებით და საკუთარი გონებით,
კუს ბაკანივით დაატარებ საკუთარ სახლს,
სულერთია როგორს,
და გიყვარს ყველა გზა, რომელსაც მიყავხარ საკუთარ სახლამდე,
სადაც ყოველთვის შეგიძლია:
მიხვიდე, დაისვენო, შეისვენო, მოისვენო და დატკბე შეგრძნებით:
ეს შენი სახლია, შენი საკუთარი სახლი...
მძიმეა ხვედრი მესაკუთრის, მაგრამ ტკბილია.........................

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები