ნაწარმოებები



ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
6 იანვარი, 2017


ფ ა ნ ჯ ა რ ა ზ ე შ ე მ ო მ ჯ დ ა რ ა ჩ ი ტ ი


ფანჯარაზე  შემოჯდარა  ჩიტი.
ნაცრისფერი, შავმოთეთრო  ფრთებით.
შევერცხლილა  ჩემი  ფიქრი  უკვე
და  ქარები    შემომყურებს  ვნებით.

გაზაფხული  ახლოვდება  იფტან,
ფანჯარაზე  შემომიჩნდა  ჩიტი.
მივეჩვიეთ  ერთმანეთს  და ვერ  ვთმობთ
ასეთია  საიდუმლო  ფლირტიც.

არაფერი  აღარ  მიკვირს,  მართობს
შემომჯდარა  ხეზე  ფრთხილად  ჩიტი,
ველოდებით  ველურ  იის  სურნელს
როცა  ყვავის  ღიღილო  და  შინდი.

ფანჯარაზე შემომჯდარა  ჩიტი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები