ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიო ზედვაკელი
ჟანრი: პოეზია
23 იანვარი, 2017


შვილები.თოვლი...

მახსოვს,
მთელი თვე  იცადა თოვლმა,
მაინც მოვიდა იგი დეკემბრის
ბოლოსკენ...
დილით ნიცა და თომა–
ჩემი შვილები,
როგორც მტრედები,
ისხდნენ საწოლზე.
და  იდაყვებით
იდგა ყორეზე  ცასავით  ცივი
თოვლი და  ლურჯად  ჩანდნენ სახლები,
ყინვით დამზრალი  კაცის  ხორცივით.
გამოვიტანე  ჩემი ფილთა  და
ვისროდი ცაში  –ბავშვი! აბა ვინ?
სანამ  ტყვიები  არ  გამითავდა
და  სოფელს  მოვდე  თოვლის  ამბავი.
რა  გვახარებდა  ყველას  უკლებლივ?
ბუნაგებიდან ყეფდნენ  ძაღლები...
ეზოში  იდო  თოვლი  უმკვლევი,
როგორც ოცნება-  გამოძახებით.









































კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები