ნაწარმოებები



ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
18 იანვარი, 2017


კ ა ც ს მ ა თ რ ა ხ ი გ ა და ჰ კ რ ე ს

აღარც  შემოდგომის  ფოთლები  ჩანს, 
აღარც  ქარი  გიჟობს  აქაქ-იქა,
აღარც  ირიჟრაჟა,  უკუნი  დგას,
ჟამი  სატანჯველად  გადაიქცა.

წარსულს ვუბრუნდები,  ვდუმვარ,
სულს  ვეღარც  მოლოდინით  ვივსებ,
რაღა  დამრჩენია  მშიერ  ხალხლში
ცად  ავალ,  შევერევი  ნისლებს.

მოხრილ კაცს გადაჰკრეს  მათრახი,
დაეცა  და  სული  დალია,
ყვავ–ყორანთ ატეხეს  წივილი
ყივიან  რა  კარგი  ჟამია.

იქცევა,  იქცევა  გოდოლი
და  ჩემთვის  რა  მძიმე  წამია.
მომდგარან  მძვინვარე  ხროვები
აქ  გვამთა  ავსილი  ხრამია.

მიშველეთ,  გიშველით,  უშველოთ,
მანამ მზე  ანათებს  დარია,
იყო  აქ  სხვა  ხალხი,  ქალაქი
მტკვარი  კი  დის,  ისევ  მტკვარია.

/././././././././././././././././././.././././././..//.
გონება,  ჩვენი  წაარსული  სული,
არა  გოოდება,  არა  მოონება,
სიცოცხლე  იყო  საახელოვანი
იღწვოდნენ  როცა  აქ  ბანოვანნი.


            ა ვ ი  დ ა რ ი ა

დარეკას  ხოლმე  როდესაც ზარი
ტაძარს  ანათებს  შუქი  სანთელთა,
მე  ვწყდები  ამ დროს  მიწის  ზედაპირს
და  სული  მივქრის  შორის  ფანტელთა.

ვლოცულობ  როცა  მარტოდ  მხურვალედ
სიწმინდე  სუნთქავს  მესმის  ფრესკებთან,
ღვისმშობლის  მზერას  თვალს  ვერ  ვუსწორებ
ისევ  ღამდება  ფრთხილად  ნეკრესთან.

სადაც  ფეხს  დავდგამ  მთასა  თუ  ბარში
ვკრთები  მგონიან  ყველგან  არიან
ვწუხვარ  ქვეყანა  გამძლე  ჩვენსავით
მტერმა  რომ  ბევრჯერ  არივ-დარია.

ჩანს  დაწერილი  ბედია  მისთვის
ირგვლივ მახეა,  დიდი  ფარსია
გზები  მრავალი  დანაყოფებით
ჩვენს  ჩრდილოეთით  ავი  დარია.
და  ისმის "  შორად  ა ვ ე მ ა რ ი ა"

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები