ნაწარმოებები



ავტორი: გიგო
ჟანრი: პოეზია
7 იანვარი, 2017


მკვლელი

წუხელ მესტუმრე
და ჩვენ ზავი დავდეთ.
შევრიგდით, მაგრამ მეორე დღეს
მკვლელი გამომიგზავნე.
მომხიბლა მისმა მიზანმა!
ეტყობოდა ღამის ნათევი.
სახურავზე ავედით და ქვევით
ჩავიხედეთ...
იცი? მას შეეშინდა.
ხიბლი დავკარგე.
გავაცილე - კართან შეყოვნდა
შემახსენა ზავის საგანი,
მეც უგზოობით ჩაგრულმა
დავთმე!
ის ხომ მკვლელი იყო...
სიცოცხლის სანაცვლოდ
ოცნებები გავატანე!
გასროლა...
ხმა ყრუ იყო,
შემრჩა მხოლოდ ფიქრი
დაუხვრეტელი!

გიგო რიონელი
3 იანვარი 2017 წელი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები