ნაწარმოებები


გამოცხადდა ლიტერატურული კონკურსი- “ლილე2025“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამოცხადდა ლიტერატურული კონკურსი- “ლექსების გამოფენა/ასი სიტყვა“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქეროლაინი
ჟანრი: პოეზია
7 იანვარი, 2017


თავსაც ვერ იკლავ...

შენ თავს იკლავ,
ისე როგორც ვერ შეძლებდნენ სხვები,
არა თოკით,
არა შხამით,
არა სიმაღლიდან დაშვებით,
მარტოობით და ინტროსპექციით მხოლოდ,
შენ თავს იკლავ ისე,
თითქოს არც იყოს ის თავი შენი,
თითქოს მოგზავნლილი ხარ-
მკვლელი,ცივსისხლიანი,
და არ ინანებ ძალისხმევას,
ტკივილს თანდართულ ემოციას არქმევ,
მეტს აღარაფერს.
და მეც არაფერს არ გეტყვი,ზედმეტს,
მოკალი თავი,
დაახრჩვე,
მოწამლე,
გადმოაგდე...
შენ ხომ თავს იკლავს 
და სხვას არავის,
თითსაც არ ახებ,
მიწაზე ჭიანჭველას არ სრეს,
რაფაზე ჩამომსხდარ ჩიტებს ხელებს არ უქნევ,
და ასე შემდეგ.
შენ თავს იკლავ,
ყველაზე ორიგინალურად აკეთებ-
ყველაზე ბანალურს.
მხოლოდ თავს იკლავ,
ის კი გავიწყდება, რომ 
ეგ შენი თავიც დროებით გერგო,
რომ ეგეც არაა ბოლომდე შენი,
სხვებსაც უნდა გაუყო,
დაუტოვო,
შეარჩინო...
ისიც დაგავიწყდა,
რომ ეგ ცხოვრება თუ არსებობა 
ვალად გერგო, 
ნისიად გერგო,
თანამფლობელი ხარ მხოლოდ (მცირე ნაწილის),
სხვა არაფერი...
არ შეგიძლია,
ხარ უძლური და უსუსური,
როგორც მილიარდობით სხვა ერთეული...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები