ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანანე კიკნაძე
ჟანრი: პოეზია
15 იანვარი, 2017


გასავლელი

არაფერია ამინდზე წერასავით  მოსაწყენი,
როცა განწყობაზე ვენებგადახსნილი ცები იცლებიან;
მწერდი, თუმც არ გქონდა ერთი სიტყვა მაინც,
ჩემთან მოსაწერი.
მე კი კალენდარზე, მთელი ფოთოლცვენა მოვილიე,
შემდეგ ფიფქებია.
მერე ცარიელი ოთახები.
შენ რომ უჩემობას შეეჩვიე,
მე რომ უშენობა მომერია...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები