ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გილო
ჟანრი: პოეზია
12 იანვარი, 2017


უამინდობის

ტყეებს თალხი ემოსა.გაწბილებულ ტრამალებს
ზვავად სიცარიელე ჩამოჰქონდა შორიდან;
დაქანებულ კალთებზე მთებმა გზები დამალეს,
გადმორეკეს ღრუბელი - ქედებს მიღმა ჭორი და
დაჩოქილი ზეგანი, გარინდული იერით,
როგორც შიშის ვასალი, თუ ჩიოდა განა ჩემ
ბედს - ქუხილი ხველებით, ქარიშხლები ძლიერი
ხეთა თაიგულებით უმზადებდა განაჩენს.
ალაგ-ალაგ ირიბად, გადახრილი ველები
ნების საპირისპიროდ გაქაჩლებას ელოდა;
რა რთულია ჭკნობამდე როცა გაითელები
სტიქიური ომებით და გაქრები მდელოდან.
აქაც ჩემი ცა იყო, იქაც ჩემი ტაროსი
მელოდება. ვინ იცის როგორია სიმართლე;
ვალაგებდი ვარსკვლავებს ჩემი ზეცის თაროზე,
უკვდავების მხარეში პოეზიას მივმართე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები