ნაწარმოებები



ავტორი: დარინა
ჟანრი: პოეზია
11 იანვარი, 2017


საშობაო

მე მიხარია, რომ გაჩნდი, ღმერთო
და ფანჯარასთან სანთელი ლღვება.
ნაღვლიანი ვარ ხანდახან, ერთობ,
ალბათ, ეს არის დღეს შენი ნება.
მე მიხარია, რომ მყავხარ, ღმერთო,
შენ ადგენ ჩემი სევდების საზღვრებს.
ამიტომ ვუძლებ
და თითქოს ვერც ვთმობ
განსაცდელს,
თორემ, აბა, რას გავძლებ
მე უიმედოდ... ხომ სულ წამლეკავს
სასოწარკვეთის ტალღათა ღელვა.
მე მიხარია, რომ გაჩნდი, ღმერთო,
მადლიერებაც აღარ მეტევა
გულში, განწმინდო მინდა რომელიც,
იმ სანთელივით, რომ იწვის ახლა.
და ვიდრე ცაზე შენთვის ვენთები,
არ გამაკარო შიში და დაღლა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები