ნაწარმოებები


    * * *    

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
12 იანვარი, 2017


Анна Ахматова - Помолись о нищей, о потерянной

ანა ახმატოვა - ილოცე მწირზე და დამაშვრალზე


ილოცე მწირზე და დამაშვრალზე,
თავგზააბნეულ ჩემს სულზე, გვედრი,
თავდაჯერებით დახვალ შარაზე,
ნათლის მხედველი დაბურულ ტევრში.

მადლიერი და სევდით აღსავსე,
გეტყვი პირდაპირ და გულახდილად,
როგორ მტანჯავდა მხუთავი ღამე
და ვით სუნთქავდა ყინულით დილა.

გამოცდილება ცოტა მაქვს თუმცა -
მხოლოდ  ვმღეროდი და დავიცდიდი, 
ის მაინც ვუწყი: ძმა რომ არ მძულდა,
არც დობილებთან ვყოფილვარ ფლიდი.

რის გამო მსჯიდა, არ ვიცი ღმერთი,
ყოველ ცისმარე, ყოველ საათში,
თუ მომივლინა მაცნე მფარველი -
მეხილა ჩვენთვის ფარული ნათლი?


12 იანვარი, 2017 წ.



Анна Ахматова - Помолись о нищей, о потерянной

Помолись о нищей, о потерянной,
О моей живой душе,
Ты в своих путях всегда уверенный,
Свет узревший в шалаше.

И тебе, печально-благодарная,
Я за это расскажу потом,
Как меня томила ночь угарная,
Как дышало утро льдом.

В этой жизни я немного видела,
Только пела и ждала.
Знаю: брата я не ненавидела
И сестры не предала.

Отчего же Бог меня наказывал
Каждый день и каждый час?
Или это ангел мне указывал
Свет, невидимый для нас?

Май 1912. Флоренция

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები