ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2017“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: დარინა
ჟანრი: პოეზია
15 იანვარი, 2017


თან მნატრობ

დღეს შენ ისეთი სიშორით მავსებ,
რომ აღარ დამრჩა რამე სათქმელი.
არ ისმის შენი კაკუნი კარზე,
დაკეტილია სული - სარკმელი.

მინდა, მავთულზე ჩიტები ვთვალოთ
(ჩაუკიდიათ სველ ბოძებს ხელი),
თუნდაც ჩემსავით არ შემიყვარო,
მაინც ამავსებს დანახვა შენი

იმ სიხარულით,
თან რომ ატარებ,
რომელიც ჩუმად, თვალებით დაგაქვს,
მაგრამ ვერავინ ვეღარ კითხულობს
შენს მშვიდ მზერაში იმ მთავარ ამბავს,

რომელსაც ჰქვია შეხვედრა ჩვენი,
ტკივილნარევი შვებით რომ ავსებს
გულებს...
და მაინც,
საოცრად გშვენის
ზურგს რომ მაქცევ და თან მნატრობ ასე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები