ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2017“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: ილუ
ჟანრი: პროზა
16 იანვარი, 2017


შემდეგი სადგური

შესანიშნავი მხოლოდ წამიერებაა...

შესანიშნავი წამები, რომელიც შენს თვალებში ინთებოდა.
და ყოველი წამოსვლა შენგან, იყო განაჩენი - ჩემი.

სესილია და ის.
ის და სესილია.

ერთმანეთი რატომ გაიცნეს არავინ იცოდა. არც მიზეზი ყოფილა, თავად მოიგონეს მიზეზი და ეს წამიერი სიახლოვე იყო.
იდგნენ.
ის ერთ მოაჯირთან, ფეხ მიყრდნობილი იდგა და ვიღაცეებს რაღაცაზე ელაპარაკებოდა.
თვალები უბრწყინავდა.
სესილია მის მოპირდაპირედ დადგა, რაღაცის თუ ვიღაცის მოლოდინით, მეგგობართან ერთად იყო.
თუმცა, ის დაინახა და ისე მიაშტერდა, სულ არ გახსენებია რომ შეამჩნევდა.
ან, იქნებ სწორედ ეს უნდოდა, რომ შეემჩნია.
სულ ხუთი წუთით უყურეს ერთმანეთს, მერე გაეღიმა ორივეს და წავიდა სესილია.
იდგა და მატარებელს ელოდა, სახლისკენ მიმავალს.
თან გული გამალებით უცემდა და ფიქრებიც თავგზას ურევდა, ფიქრობდა უკან ხომ არ დაბრუნებულიყო.
სულ შემთხვევით გაიხედა მეორე მხარეს და დაინახა რომ ის მოდიოდა მისკენ.
გული კიდევ უფრო მეტად აუჩქარდა და სიტყვების მოძიება დაიწყო.
ის მოუახლოვდა და მზერა ნელ-ნელა კიდევ უფრო ნათელი წერტილებით გაევსო.
უყურებდა სესილია და ფიქრობდა რა ეთქვა და ეძებდა შესაფერის სიტყვებს და ვერ პოულობდა.
არც ის იცოდა რომ კითხავდა რატომ მომაშტერდიო რა უნდა ეპასუხა და ასე, ყურებამდე გაღიმებული და ლოყებ აწითლებული კვლავ თვალებში მიშტერებოდა.
იმანაც, სწორედ ასე დაიწყო :
- რატომ მომაშტერდი წეღან ?
- არ ვიცი, თვალები დავინახე და...
- და ?
- ლამაზი თვალები გაქვს.
- მეე ? რას ამბობ, სულაც არ მაქვს ლამაზი თვალები.
- ჰო, შეიძლება, უბრალოდ ჩემთვის არის ლამაზი, მეტი არაფერი. აი, ფანქარი და ფურცელი რომ მქონდეს დაგხატავდი...
- დამხატავდი ?
- ჰო, დაგხატავდი !
- მოიცა ერთ წამს.

ის ნამდვილი დარტყმული იყო, მივიდა რამდენიმე მგზავრთან, რომლებიც მატარებელს ელოდნენ ჩვენსავით და ზოგჯს ფანქარი სთხოვა, ზოგსაც ფურცელი, მანამ სანამ ორივე არ იშოვა.

- აი, ფანქარი და აი ფურცელი, დამხატე ! (თან იღიმოდა, ისე იღიმოდა...)
- არა, არა, მართლა მხატვარი კი არ ვარ, ხუმრობა იყო...
- კი, კი დამხატე !
- ვერ დაგხატავ, მართლა... შემიძლია დავწერო შენზე...
- წეერ ?
- ისე, ჩემთვის.
- შენ ჩემი თვალების, ისე შენთვის მოგეწონა. (ისევ იღიმოდა და სესილიას თვალებში ჩასჩერებოდა.)
- ჰომ... მასეა.

ერთი მატარებელი გააშვებინა, არ შეუშვა სესილია... შემდეგზე კი ვეღარ შეაჩერა, თუმცა თვითონაც შევიდა ვაგონში.
სესილიას პირისპირ დადგა და ყურსასმენები გამოაძრო, მერე თავისი სიმღერები ნახა და თითქმის ყველა სიმღერა საერთო ჰქონდათ, ორივემ გაიცინა.
სესილიამ დამშვიდობება გადაწყვიტა, როცა მან უთხრა რომ იმავე სადგურზე ჩადიოდა.
სესილია, კიდევ უფრო დაიბნა და თან არ იცოდა რა ეთქვა, კარგიო.
გამოვიდნენ ვაგონიდან და დადგნენ ექსკალატორზე.
ბიჭი მაღალი იყო სესილიაზე, ამიტომ ერთი საფეხურით დაბლა დადგა და უყურებდა.
ისიც დაბნეული იყო და ბოლოს უთხრა :
- უი, ალბათ შემატყე რა იდიოტი ვარ და სულელი
- რატომ ?
-აქამდე რომ ვერ გითხარი, რა ლამაზი ხარ !
- არ არის საჭირო..
- არა, არა, ძალიან ლამაზი ხარ, ღმერთო ძალიან.
- აჭარბებ. (სესილიამ გაიცინა და თვალებში შეხედა)
- არ ვაჭერბებ, ჩემთვის ასეა. როგორც შენ იტყოდი...
- ჰაჰა, ჰომ, შენთვის კი. შეიძლება.
- სად მიდიხარ ახლა ?
- აი, მოვედით მე აქ უნდა გავჩერდე, ავტობუსს დაველოდო...
- ააქ ?
- ჰო.
- შენი აზრით მე სიმპატიური ვარ ?
- რა შუაშია ?
- მაინტერესებს...
- ჩემი აზრით კი...
- არადა, სარკეში რომ ვიხედები მაგას საერთოდ არ ვფიქრობ.
- და იმაზე გიფიქრია როგორი ხადრ სხვისი თვალით დანახული ?
- არა, არასდროს მიფიქრია ეგ. საინტერესოა, არასდროს და არც არავის უთქვამს ჩემთვის, ჩემზე რაიმე.
- ჰოდა, ახლა ხო გაიგე ?! (გაიცინა სესილიამ)
- არ წახვიდე რა გთხოვ, წამო მეორე გაჩერებამდე ჩავიდეთ და იქიდან წადი.
- რატომ ?
- მომწონს შენთან ლაპარაკი, გთხოვ.
- ჰაჰა, კარგიი...
- ჰო, რას ვამბობდით ?
- იმას რომ იფიქრე იმაზე თუ როგორი ხარ სხვის თვალში.
- ამის შემდეგ დავფიქრდები... და შენი აზრით როგორი ვარ ?
- არ ვიცი არ გიცნობ.
- მე კი მგონია რომ ძალიან კარგად მიცნობ. (გაიღიმა და გაბრწყინებული თვალეებით გზას გახედა)
- არა, დამიჯერე არ გიცნობ. მხოლოდ იმის თმა შემიძლია რასაც ვხედავ ახლა.
- და რას ხედავ ?
- შენ.
- ანუ ?
- ანუ, რაღაცნაირი ღრმა და საოცარი თვალები გაქვს.
- მეტი ვერაფერს ?
- მეტი შენ უნდა დამანახო, თვალებს იქით.

მეორე გაჩერებასთანაც მივიდნეენ და სესილია აქ გაჩერდა.

- მოიცა, გთხოვ არ წახვიდე, ცოტა დრო დამითმე თუ არ გეჩქარება და ერთ ადგილას წაგიყვან.
- ერთ ადგილას წამიყვაან ? ჰაჰა, სად ?
- თუ მენდობი წამოდი და ნახავ.
- კარგი !
- რა კარგი ?
- წავიდეთ.
- მართლაა ?
- რა თქმა უნდა !
- წამო.

ასე მიდიოდა ის და სესილიც გვერდით მიჰყვებოდა. ლაპარაკბდნენ გაუჩერებლად.
ყველაფერზე საუბრობდნენ, თითქოს, ეს მათი პირველი და უკანასკნელი ღამე ყოფილიყოს.
მიყვებოდა სესილი მას და მიუყვებოდნენ გზას.
მერე, ერთ-ერთ საცხოვრებელ შენობაში შევიდნენ, სესილიმ ისიც გაიფიქრა, თავისთან სახლში მივყვარო, მაგრამ მაინც არ უფიქრია უკან დახევაზე.
აინტერესებდა მისი სიგიჟე სადამდე წაიყვანდა.
ლიფტში შევიდნენ და ბიჭმა ბოლოს სართულს დააჭირა.

- ისე, მგონი გიჟი ხარ ! - თქვა ბიჭმა და სესილის შეხედა.
- რატომ ?
- იქნებ მანიაკი ვარ, რა იცი სად მიმყავხარ ?
- ჰოდა, ეგ რომ გავიგო მაგიტომ მოგყვები.
- არ გეშინია ?
- რისი ?
- ჩემი.
- ჰაჰა, რატომ უნდა მეშინოდეს ?
- რავიცი, იქნებ საშიში ვარ.
- შენ გეშინია ?
- რისი ?
- ჩემი. იქნებ, მეც მანიაკი ვარ, ან, ან გიჟი.
- ჰოო, გიჟი ნამდვილად ხარ !
- არც შენ ჩამომივარდები. და მაინც, სად მივდივართ ?
- აი, თითქმის მოვედით და ნახავ.

ლიფტი გაიღო. გამოვიდნენ. სესილი ჯერ ფიქრობდა, რომელიმე საახლის კართან შეჩერდებოდა, მაგრამ, ბიჭმა სახურავზე ასასვლელი პატარა, რკინის კარები გააღო და წინ გაუძღვა სესილიას.
როცა სახურავზე ამოყეს თავი, სესილია გაოცებული იყურებოდა და ემოციებისგან ვეღარ დამალა პირდაპირ კითხა, საიდან იცოდი რომ სახურავები მიყვარსო...
ის, დაიბნა.
- არ ვიცოდი შენ რა გიყვარდა, უბრალოდ იქ მოგიყვანე რაც მე მიყვარს.
- ჰო, პრინციპში რას გეკითები ! ვაიმე, ჩემი საყვარელი ადგილია სახურავი... როცა ცუდად ვარ, ან, როცა მარტო ყოფნა მინდა სახურავებზე ავდივარ ხოლმე და ვსუნთქავ. აქ ვფიქრობ.
- მეც იგივეს თქმა შემიძლია. ხან მეგობრები ამოვდივართ ერთად, ხან მარტო.
თითქოს, აქ სიცარიელეა, მაგრამ ამავდროულად ყველაფერია, იმისთვის რომ თავი კარგად ვიგრძნო.
ამ სახურავზე პირველად ხარ ?
- კი, პირველად. ჰო, მეც ზუსტად მასე ვარ ხოლმე.

შუაღამე იყო, შენობას მთვარე თავზე დაჰყურებდა, ცა ვარკსვლავებით იყო მოჭედილი და გაზაფხული შემოპარული სიცივე უსუსხავდათ ხელებს.
სახურავის  მოაჯირზე იყვნენ გადაყუდებულები, გვერდი-გვერდ და ერთმანეთის გარდა ყველაფერს უყურებდნენ.
საუბრობედნენ განუწყვეტლივ, ყველასა და ყველაფერზე.
საუბრობდნენ ერთმანეთზე და ისე, რომ სულ არ ფიქრობდნენ იმაზე რომ სულ ახლა ხანს გაიცნეს ერთმანეთი.
სულაც არ თვლიდნენ რომ უცხოები იყვნენ.

- შენნაირი გოგონები ასე არ დადიან, იცი ?
- როგორ ასე ?
- აი,ასე, უცხო ადამიანს რომ ენდე და სადღაც წამოყევი, სიგიჟეა.
- ალბათ არ ჩაგთვალე უცხო ადამიანად... ან, უბრალოდ არ ვარ ჩემნაირი გოგო.
- საოცარი გოგო ხარ.
- შენც საოცარი ბიჭი ხარ.
- შენი აზრით ადამიანი ძლიერია თუ სუსტი ?
- რავი, ვფიქრომ რომ ძლიერია.
- რატომ ?
- იმიტომ რომ ადამიანს შეუძლია შეიგრძნოს ყველაფერი, იფიქროს ყველაფერს და მიუხედავად ყველაფრისა გააგრძელოს ცხოვრება.
მიუხედავად შეცდომებისა არ გაექცეს მას და გააგრძელოს ან თავიდან შექმნას საკუთარი თავი.
და შენ როგორ ფიქრობ ?
- ჩემი აზრით სუსტია. ძალიან სუსტი.
- რატომ ?
- იმიტომ რომ ადამიანს შეუძლია ერთი ხელის მოსმით გაანადგუროს სიცოცხლე.
გაანადგუროს საკუთრი თავი და გარშემომყოფები. ადამიანს შეუძლია გიყუროს თვალებში და მოგატყუოს.
- და მაინც, გააგრძელოს სიცოცხლე...
- ჰო, მაგრამ ზოგი ვერ აგრძელებს...
-"ზოგი" სუსტია... ზოგი, კი, ძლიერი.
-არა, მე მაინც ვფიქრობ რომ ადამიანი როგორც არსება არის სუსტი.
- აი, მე კი ვფიქრობ, რომ ადამიანი არის ძლიერი.
და ასე რომ არ იყოს, ახლა ალბათ ჩვენც არ ვიქნებოდით ისეთები როგორებიც ვართ, ან საერთოდ არ ვიქნებოდით...
- ბედისწერის გჯერა ?
- არა, მგონია რომ თითოეული ჩვენგანი, თავად ვქმნით ჩვენს ბედისწერას...
- მე, კი, მგონია რომ ის რომ ახლა, მე და შენ, მეტროს სადგურიდან აქ გავჩნდით, ბედისწერა იყო.
და ვფიქრობ ყველაზე განსაკუთრებული მომენტია. ისეთი შეგრძნება არ გაქვს რომ დიდი ხნის ნაცნობები ვართ ?
- კი, ზუსტად ეს იყო იმის მიზეზი რომ გენდე და დაუფიქრებლად წამოგყევი.

საუბრობდნენ განუწყვეტლივ ყველაფერზე და ყოველი სიტყვის შემდეგ, თვალები კიდევ უფრო უბრწყინდებოდათ... ამასობაში, კი, ლამის შეემოათენდათ.
მოაჯირთან მიყუდებული სესილია და მის წინ მდგარი ის.
- ჩემს უკან რამეს ხედავ ?
- კი, ლიფტის სახურავია, სხვენი უფრო სწორედ.
- არა, არა, თავი არ გასწიო, მე მიყურე და ისე თქვი.
- შენ თუ გიყურებ, მაშინ ვერ დავინახავ.
- მე ხომ მხედავ ?
- კი.
- ჰოდა, დაინახავ ყველაფერს, რაც ჩემშია, მე ჰაერივით გამჭირვალე ვარ.
და ახლა მინდა რომ...

ამ დროს, სესილია თვისკენ მიიზიდა და მთელი არსებით აკოცა.
სესილიაც, კოცნიდა და არ ფიქრობდა არაფერზე. ისინი, არცერთი არ ფიქრობდა.
არ აინტერესებდათ რას აკეთბდნენ და ეს არ იყო უბრალოდ ვნება. ეს საერთოდ რა იყო არცერთმა არ იცოდა.
მერე, ჩაეხუტნენ ერთმანეთს და გავიდა კიდევ რამდენიმე წუთი... ან საათი...
და ბოლოს, სესილიმ მოიკრიბა ძალა და უთრა რომ წასვლის დრო იყო.
ისიც დაეთანხმა.
ჩამოვიდნენ სახურავიდან და თითქოს, ის, მათი ადგილი გახდა.
გამოაცილა ბიჭმა გოგონა გაჩერებამდე და ელოდნენ ტაქსს, რომელიც საერთოდ არ ჩანდა.
ისეთი დრო იყო, არც ერთს არ გაჰკვირვებია.
შორიდან ტაქსი დაინახეს და იცოდნენ რომ გაჩერდებოდა მათთან.
ამ დროს, ორივე დაიბნა, ჯერ დაემშვიდობენენ ერთმანეთს, მერე გადაკოცნეს, მერე ბიჭმა სახელი კითხა, გოგონამ უპასუხა სესილიაო.
ბოლოს ტელეფონის ნომრები გაცვალეს, გოგონა ტაქსში ჩაჯდა, ბიჭმა იჯელტმენა და ტაქსი გააფრთხილა რომ უსაფრთხოდ მიეყვანა სახლში.

ეს იყო ღამე, რომელიც ორივეს ცხოვრებაში, ალბათ ერთადერთ თუ არა, ერთ-ერთ საუკეთესო თავგადასავლად იქცა.
ზოგჯერ ხომ მთელი ცხოვრება ვერ იცნობენ ადმაიანები ისე ახლოს ერთმანეთს, როგორც მათ ეს ამ ხუთ თუ ექვს საათში შეძლეს.
გული გამალებით ცემდა. ორივე მათგანი გული.
ორივე მათგანის თვალებში იწვოდა ცეცხლი, ბევრი ტკივილისა და სიხარულის ცეცხლი.
ორივე მათგანი ნაადრევად დაბერებული ახალგაზრდა იყო.
და მათ, ორივეს ჰქონდათ რაღაც განსაკუთრებული - ის, რაც ერთმანეთის შეგრძნების უნარს აძლევდათ.
ეს იყო ღამე მეტროდან-სახურავზე.
როცა, ორმა ნაცნობმა, უცნობ სხეულში იპოვეს ერთმანეთი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები