ნაწარმოებები


ახალი კონკურსი “ლილე-2020“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე: ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლილე-2020     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1519     * * *    

ავტორი: რ_____ო_____ი
ჟანრი: პოეზია
3 თებერვალი, 2017


მე მოვედი და

მე მოვედი და გითხარი რომ
ომში მივდივარ!
სწორედ წინა დღით
დაგითანხმე ცოლობაზე და დღეს ეს...
შემდეგ გავცვალეთ ფოტოსურათები,
იმედები და კეფაზე, ტყვიასავით მომხვდა ცრემლისწყალში
დამბალი "მიყვარხარ"...

მე გავიფიქრე "რატომ ხდება ყოველთვის ასე,
რატომ გშორდები სწორედ მაშინ, როცა მთანხმდები"?
- ჰო, ეს ომია, საკუთარ თავში დაწყებული
ხანგრძლივი ომი,
სადაც არ მკლავენ!
საიდანაც მუდამ ვბრუნდები!

მერე მოვდივარ, გპირდები და ისევ იგივე,
ოსპის მარცვლებს დაემგვანენ შენი თვალები,
ჰა, ჰა საცაა ჩაქრებიან,
ცრემლი აღარ გაქვს,
სიყვარულიც დაშრება მალე.

მე მოვედი და გითხარი რომ ომში მივდივარ,
სწორედ წინა დღით
დაგითანხმე ცოლობაზე და დღეს
მოგკალი!...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები