ნაწარმოებები



ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
24 იანვარი, 2017


ბ ე დ ი ხ ე დ ნ ი ს თავისსავე ბედაურს

შემოჰკრა  ზარმა მოლოდინის,  ისევ  ძლიერად,
გრიგალებივით  შეეჯახნენ  ერთურთს  გრძნობები,
მამლის  ყივილი  შეეჭიდა  ღამის  გუშაგებს
და  გაირინდა  დაიძაბა  დილის  ბოჰემიც.
სიბნელემ  დაფქულ  ნახშირისფრად  გაფინა  თალხი
და  ქათამყიულს  მიეჯარნენ  ჩვენი  ავდრები,
ინათა  ცისკრის  უდარებამ,  ულამზესმა
კრთომამ  ვარსკვლავის,  გამახსენა  შენი  თვალების
მოძალებული, მოძალადე  გრძნობის  ჭიდილი,
რომელიც  შენში  მაინც, ბოლოს ზღვად იქცეოდა
და  ჰქონდა შლეგი ბობოქარი  გამოძახილიც.
ღრუბელის  სქელი,  ნისლისფერი  დაედო  წარსულს,
ბალღობა,  სიყრმე  დიდობასთან  კამათობს  ისე,
რომ ვერ  ამჩნევენ  უძალო  მზის,  ჩრდილს  გაღმა  გასულს.
მზეწვია  თვალწინ  მებლანდება  დანაკლისს  მივსებს,
არც  თუ  უბრალოდ  დაათოვა  ფიქრმა  ტყემლის რტოს,
მისი  კვირტები  შემომეჭრა  კრძალვით  სარკმლიდან,
უფლება  არ  მაქვს, რომ  არ  შევხვდე  აპრილს  ვნებიანს.
ღამე  წრიულად  უბრუნდება  დღეებს,  ვერ  ვიტან,
ვარდებიანი  მაისები  რიდით  დგებიან,
ველური  ტაბლა  ეფინება  მთელ  არემარეს,
მზე  ალიცლიცებს  მდინაეთა  ტალღებს  სევდიანს,
გრზნობა-გონების  შეუვალ  და  უსიერ  ტევრში,
ჩემს  სიმარტოვეს,  შენ  კი,  ისევ  მოუსვენარი,
მელანქონიას  ნაჭუჭივით  უცვლელად  შერჩი
და  აღარ  ვნაღვლობ, გთხოვ  რომ  შენაც  აღარ  იდარდო,
რადგან  მასწავლა  სიმარტოვემ :  ჩენთან  არს  ღმერთი!
ბედზე კი  ჩემო, რა  გითხრა  და  აბა  რა  გამცნო,
თავის  გზით  მიდის და  თავისსავ  ბედაურს  ხედნის.

./,/.,/.,/.,/.,.,/.,/.,/.,/.,/.,.,/.,/.,/.,/.,/.,.,/.,/.,/.,/,./.,/.,/.,.,/.,/.,/.,/.,

დავაბნევ,  აქ ირგვლივ,  სტრიქონებს  უიღბლოს,
ჩაუვლის ქარი  და სამძიმარს  დაჰქროლებს,
არ  ვიცი, მდუმარე  ბწკარები  რას  იტყვის:
ჩემ  საგძალს  შემატებს,  თუ  ქურჩას  მაკმარებს.
ნამხრევებს,  ნამკალებს, სამკალებს,  მაკმარებს,
აპრილი ყველაფერს  აყვავებს,  ან  ყვავებს აყვარებს  ნაპრალებს..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები