ნაწარმოებები



ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
27 იანვარი, 2017


ა ღ მ ა შ ე ნ ე ბ ლ ი ს ქ უ ჩ ა (ექსპრომტი)

დათრთვილა  დილამ  წამწამები  და
ყინვა  ხალისით  ძველ  დავთარს  ფურცლავს.
აღმაშენებლის  ქუჩამ  წარსული,
მოიცვა  ტანზე  და  თბილად სუნთქავს.

ქუჩას  დაადგა  თვალი ფიქრებმა,
ფეხდაფეხ  მისდევს  ჩემი იმედიც,
ბუნდოვნად  ვხედავ  მეეტლის ღიმილს
და  თავგზის  ამბნევ  მიზანს  მივდენი.

ვეხები  სახლებს,  ვუღიმი  ფრესკებს
და  ნაზამთრალი  ჩიტივით  ვანცობ.
მომწონს,  მამშვიდებს  აქ  ხეტიალი
და  ჩემი  სულის  ვუწოდებ  მნათობს. 

სხვა  საუკუნეს ვიჯერებ,  ვქარგავ.
შევყურებ  კრძალვით  სახლებს  თვალებში,
კირითხუროთა  ხელოვანება
საუბრობს,  შტრიხთა  მცირე  ბწკარებში.

დიდი  პაპები,  პაპის  პაპები,
ქმნიდნენ,  იცავდნენ საკვირველ  ძეგლებს.
ნაამაგს  ვღირსვყოფ  მამკვიდრებლების
და  ცრემლი  დასდის  ზედ  სულის  კედლებს.

აღმაშენებლის  გამზირს  ვაღმერთებ,
აქ  დიდებული  დგას  ისტორია,
მიპყრობს  ცხოველი ცაც,  ნოსტალგიაც,
წარსული  დადის,  აქ  მისტერიად.

აქ,  მე  ორმაგად  ვცოცხლობ,  ვარსებობ,
აქ,  ფრესკებს  გული  უთრთის  ჩემსავით,
აქ,  მთვარე  არის  სავსე  პირწმინდად
და გული  ლოცვას  ზეცას  შესძახის.

ისმის  ჭრიალი  აქ  დროის  ურმის....

>>>........>>>............>>>...........>>>............>>>

ჩემი  ოცნების  პაგინაცია,
გასდევს  ამ  დღეთა  უხილვო  წყებას,
ვგრძნობ მისტიური  ძალის  შეხებას,
როცა  იწყება  რაღაც  ან  წყდება.

///////////////////////////////////////////////////////////
   

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები