ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ადვოკატი კახაბერ როდინაძე
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
28 იანვარი, 2017


2017 წლის 20 იანვარს დონალდ ტრამპის აშშ-ის პრეზიდენტად ინაგურაციის გავლენა ქართულ ე.წ. „თავისუფალ პრესაზე“

2017 წლის 20 იანვარს დონალდ ტრამპის აშშ-ის პრეზიდენტად ინაგურაციის გავლენა ქართულ ე.წ.  „თავისუფალ პრესაზე“

ადვოკატ კახაბერ როდინაძის სტატია “აიკრძალოს ”უცხო ქვეყნის აგენტი” პოლიტიკური პარტიების და ე.წ. ”არა-სამთავრობო ორგანიზაციების” საქმიანობა!“ გამოქვეყნდა ინტერნეტ-გამოცემაში (სტატიას სათაური შეუცვალეს, ახალი სათაურია:  „დროა შეწყდეს „უცხო ქვეყნის აგენტების“ პარპაში ქვეყანაში“) „საქართველო და მსოფლიო“ 2017 წლის 27 იანვარს (სტატია იხილეთ ვებ-გვერდზე: http://geworld.net/NEW/?page=view&art=9439-droa-Sewydes-„ucxo-qveynis-agentebis“-parpaSi-qveyanaSi ).

ანუ 2017 წლის 20 იანვარს დონალდ ტრამპის აშშ-ის პრეზიდენტად ინაგურაციის დღიდან მე-7 დღეს.

სტატია დაწერილია 2016 წელს, გამოქვეყნდა 2016 წლის 5 ნოემბერს ლიტერატურულ საიტზე urakparaki.com ადვოკატ კახაბერ როდინაძის პირად გვერდზე.

2017 წლის 20 იანვარს დონალდ ტრამპის აშშ-ის პრეზიდენტად ინაგურაციამდე  ეს სტატია არც ერთმა ქართულმა გამოცემამ ცოცხალი თავით არ გამოაქვეყნა, თუმცა 2016 წელს ყველა გაზეთსა და ინტერნეტ-გამოცემისთვის  იყო გაგზავნილი.

თუ ეს სტატია იმდენად უვარგისი იყო, რომ მისი გამოქვეყნება 2017 წლის 20 იანვარს დონალდ ტრამპის აშშ-ის პრეზიდენტად ინაგურაციამდე  არც ერთმა (!) ქართულმა გამოცემამ მიზანშეწონილად არ ჩათვალა, მაშინ 2017 წლის 20 იანვარს დონალდ ტრამპის აშშ-ის პრეზიდენტად ინაგურაციის შემდეგ იგივე სტატია როგორ გახდა გამოქვეყნებისბ ღირსი?!

რაშია საქმე?

იქნებ საქმე ადვოკატ კახაბერ როდინაძის სტატიის ავ-კარგიანობაში  არ არის?

იქნებ საქმე  ქართული ე.წ. „თავისუფალი პრესის“ მორალურ სახეშია?



კახაბერ როდინაძე
ადვოკატი
ბათუმი, აჭარა
28.01.2017

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები