ნაწარმოებები



ავტორი: ნექტარი
ჟანრი: საბავშვო
30 იანვარი, 2017


ზ ა მ თ ა რ ი ა

თოვლი  ცვივა  ახლა  ციდან:
თეთრი,  მშრალი,  ქათქათა.
გამოვიდნენ  ბაღში  ყველა,
ნინო,  ქრისტი,  მათათა.

უკან,  დაცვა  მოაცილებთ,
ჯენტლმენები  ჯარადა.
ხელთ ციგები  უკავიათ,
იმათ  გასახარადა.

შემოისვეს  გოგოები,
ლაგდებიან  წყნარადა.
მხიარული  ხმები  ისმის,
სრიალებენ  ჩქარადა .

ნიკოლოზი, გელა,  ნუკრი
გუნდაობენ ლაღადა.
ყველამ  მათთან  მიაშურა,
ციგები  ჩანს  ცალადა.

ხალისობენ,  იცინიან,
ესეც,  ზამთრის  ბალადა.
ერთურთს  ტკბილად  შეჰხარიან,
არვინ  დარჩა მწყრალადა.

ესეც,  ჩვენი  იანვარი,
ესეც,  თეთრი  ფარაჯა.
თოვლის  პაპაც  გაამწესეს,
აქვე,  ღამის  დარაჯად.

 


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ნიგოზა ვულოცავთ დაბადების დღეს