ნაწარმოებები


ახალი კონკურსი “ლილე-2020“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე: ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლილე-2020     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1519     * * *    

ავტორი: რ_____ო_____ი
ჟანრი: პოეზია
11 მარტი, 2017


# # #

დღეს მე ასე ვწერ, შევიცვალე!
დაგპირდი და შევიცვალე...
ამ სტილში მხოლოდ ის ვისწავლე, -
უბრალოდ ფრაზა დავიჩემო,
ბოლოს კი ისევ იმ ფრაზასთან
შევწყვიტო წერა.

არადა ჩვენ ხომ ბევრი რაღაც
ვისწავლეთ ერთად?!
ახლა მე ვსწავლობ უშენობას,
თუმცაღა მიჭირს,
ჩვენ ხომ ერთად ვსწავლობდით და
გამოგვდიოდა.

გამოგვდიოდა ჩემს ოფლში და
შენს ცრემლებში პურის ჩაწობა...
გამოგვდიოდა ერთმანეთის თვალებში ლოცვა.
წვიმაც, თოვლიც, ქარიშხლებიც, გამოგვდიოდა.
გამოსვლას თავი დავანებოთ! -
ხომ ვაშავებდით?

გახსოვს, რამდენჯერ დავაშავეთ დუმილი?
გახსოვს, რამდენჯერ ვიმარხეთ ერთმანეთი?
გახსოვს, რამდენჯერ დავარღვიეთ არფიცი?
გახსოვს, რამდენჯერ მოვიტყუეთ "არმიყვარხარ"?

ერთ დღეს კი როცა, ყველაზე ტკბილი არცოდვა, -
შვილი ჩავიდინეთ,
შენ გაუცხოვდი!

დაშრა ოფლი და ცრემლები,
შეწყდა სიყვარული და ლოცვა.
გადაიღო წვიმამ და თოვლმა და ჩაგდა ქარიშხალი.

ახლა, შენ, სწავლობ უჩემობას,
რომელიც მე, მამაო ჩვენოსავით
გაზეპირებული მაქვს და
ვერაფრით გეხმარები,
ეს შენი ხეა,
რომლის კენწერო მწარეა და
ფესვები ტკბილი.

რა იქნებოდა მაგ ხის ფესვზე პატარა სახლი,
ნედლი ცხოვრება და ხმელ-ხმელი გაკვეთილები,
ჩვენ ხომ ერთად ვსწავლობდით და გამოგვდიოდა,
დღეს კი...
ასე ვწერ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები