ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი ყელბერაშვილი
ჟანრი: პროზა
1 მარტი, 2017


სიყვარული ნათელ ფერებში ( ნაწილი IV )

                                                                                                                        ***
 
    ხშირად მიფიქრია თუ რა არის ჩემი არსებობის რეალური არსი ამ ქვეყნად?! მიმაჩნია, რომ ყოველ ჩვენგანს რაღაც მისია აქვს და მას თავად უნდა მიაგნოს. ალბათ ასე მხოლოდ მე არ ვფიქრობ. რაც შემეხება მე... მე ადამიანების გაბედნიერება მაბედნიერებს. მიხარია თუ ჩემგან გამოწვეულ რაღაც დადებითს შევნიშნავ მათ სახეზე. თავად სიყვარული მიყვარს და მისი ძალისხმევით ვეკიდები ყველაფერს გარშემო. ვფიქრობ, რომ სწორედ ესაა ჩემი ე.წ მისია ამ ქვეყნად. სხვების დახმარება და გაბედნიერება. რა სჯობს იმას თუ ბნელი ოთახის კუთხეში მარტოდ მყოფი ადამიანისათვის, შენ ხარ სარკმლიდან შემოპარული ის სინათლე, რომელსაც არა ემალებოდა! არამედ ელოდა. მე ნამდვილად მსურს სამყაროს შეცვლა და ახალი ისტორიის დაწერა. სამყაროს შეცვლა ემოციას შეუძლია და არა გონებას, რომელიც ვერ მართავს ემოციას. ემოცია ეს სულიერი მდგომარეობაა ანუ ჩვენ! გონება კი ფიქრი რასაც ვერ შეაჩერებ. ვიღაცა გარშემომყოფებისათვის ბედნიერია ერთი შეხედვით, თუმცა მარტოდ დარჩენილს სული სიცარიელით ევსება. მას სიყვარული აკლია დანაწევრებული სულის აღსადგენად, რომელიც სუნთქვა გახდება მისთვის სახელად მეორე- ის. მართლაც ემოციაა ყველაფერი გარშემო. ის ძვირფასი და აუცილებელია და სწორედ ამიტომაცაა თვალთათვის უხილავი. რაიმე უკეთესობაზე ფიქრი ან თუნდაც რამის დაწერა ყოვლად შეუძლებელია მის გარეშე. მისიის სისრულეში მოყვანაც კი. პატარა ბავშვმა დამარწმუნა იმაში, რომ არანაირი შეზღუდული შესაძლებლობა არ არსებობს და არანაირ ავადმყოფობას არ შეუძლია დაანგრიოს ის ოცნებები რასაც თავად აშენებ და გარდაქმნი რეალობად. ჩვენ დიდხანს ვიდექით ქალაქისგან განცალკევებით, ამაღლებულ ადგილას მაღლა ხელებ აპყრობილი. ვსუნთქავდით გრილს ჰაერსა და ვტკბებოდით ამ დღის სილამაზით. თითქოს ის აქრობდა სენს ჩვენი სხეულებიდან და კვლავ შეგვეძლო დაუბრუნებულიყავით ჩვეულ ცხოვრების რიტმს. არ აქვს მნიშვნელობა დედამიწის რომელ წერტილში ცხოვრობ და ვინ ხარ. თუ შენში არის ის სიდიადე რის ნაკლებობასაც განიცდის სხვა, მაშინ შენ ხმას მიაწვდენ  ყველას დედამიწის ნებისმირ წერტილში, იმიტომ რომ შენ ხარ -შენ და არა "სხვა". ფრენის უუნარობა არ ნიშნავს, რომ საზღვრები ბარიერია! იმას რაც გინდა აუცილებლად მიაღწევ და მიხვალ იქაც სადაც სიტყვები განსაკუთრებულია და ელიან კიდეც შენს სათქმელს. ადამიანები ქმნიან ისტორიებს, მწერალთა ნაწარმოებები ცვლიან შეხედულებებს და სიღრმისეულად გვაფიქრებენ,  ხოლო მუსიკა როგორც სხვა დანარჩენი პირდაპირ შემოიჭრება ხოლმე ჩვენს სულებში და აფორიაქებს მას. ნუ იფიქრებ, რომ შენ არ შეგიძლია შექმნა მათსავით მნიშვნელოვანი რამ. თუ გსურს, რომ შექმნა განსაკუთრებული ჯერ თავად უნდა დააფასო შენი შინაგანი განსაკუთრებულობა. სხვა შემთხვევაში არ გექნება საკუთარი თავის რწენა და ფრენისას ვარდნის შეგეშინდება, ხოლო გადარჩენის სიმტკიცე განა ვერ დაგეხმარება, არამედ ის არც გექნება. ემოცია, სიმტკიცე და რწმენა საკუთარი შესაძლებლობების. ეს ის აუცილებელობაა, რომელთა გარეშეც ვერაფერს შეძლებ. არსებობენ რიგითი ადამიანები და არსებობ შენ", განსხვავებული. სწორედ ამიტომ უნდა ეძიო საკუთარ თავში ყოველი ის თვისება რაც განგასხვავებს და გაძლევს შესაძლებლობას რათა არ მოექცე მათ რიგებში, რადგან შენნაირები არიან ცოტა. ვიღაცა ამას ფარულ ამპარტავნებად შერაცხავს და თუ საერთოდ არ იტყვი არაფერს თავმდაბლობად ჩაგითვლიან. ასე, რომ თავად გადაწყვიტე რა არის შენი არსებობის არსი და თუ როგორ უნდა შეცვალო სამყარო უკეთესობისკენ.
" და როგორია შენი სამყარო" -მითხრა გოგამ, რომელიც ამ ხნის განმავლობაში მშვიდად მისმენდა და მხოლოდ ახლა გაუჩნდა კითხვა, რაზედაც ჩემდაუნებურად გამეღიმა.
-ჩემი სამყარო ნათელ ფერებშია.
-ეგ როგორ? -გაურკვევლობამ ცოტათი დააბნია.
-ნათელ ფერებში. ისეთი ნათელი, ისეთი წრფელი, ძლიერი და სავსეა როგორიც სიყვარული. ესე იგი სიყვარული ნათელ ფერებში. აი სწორედ ეს არის ჩემს მიერ დანახული სამყარო რომლის ნაწილიც ვარ მე. ფერთა იდეალურ შერწყმათა გამას ამჩნევენ ისინი ვისაც ჯერ არ ჰყვარებია. ეს კარგი ნახატივითაა. მისი სილამაზე კი არა, მისი შექმნის აზრი უნდა დაინახო ტილოზე. მოკლედ, მე მხოლოდ სიყვარულის ნათებას  ვხედავ და მის არ არსებულ ფერთა ერთობლიობას. სიყვარულის ნათელი ფერები აერთიანებს ყველა იმ გრძნობას რაც აფორიაქებს ადამიანთა გულებს...
-როგორ ხედავ ფერებს თუ ის ნათელია?
-მოდი ასე გეტყვი... როდესაც გაიზრდები და გეწვევა ნამდვილი სიყვარული სწორედ მაშინ მიხვდები თუ რას ნიშნავს "სიყვარული ნათელ ფერებში", რომ ეს ტილოზე დახატული მშვენიერება კი არა, არამედ აზრია მისი მშვენიერების მიღმა.
-კარგი.
  ამ სიტყვების შემდგომ ერთხანს მდუმარედ ვიდექით და ერთად გავჰყურებდით შორ ჰორიზონტს. ვესაუბრებოდი როგორც ზრდასრულ ადამიანს და მჯეროდა, რომ ყველაფერს ზედმიწევნით ზუსტად გებულობდა ან უბრალოდ მინდოდა, რომ ასე ყოფილიყო. ყოველი სიტყვა თუ წინადადება მის მომავალს ეხებოდა რათა არ დაეკარგა გადარჩენის იმედი და წუთით მაინც დავიწყებოდა მისი ახლანდელი მდგომარეობა. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ამ ბავშვმა თავისი საოცარი წარმოსახვისა და აღქმის უნარით ძლიერად შემაყვარა თავი და მე ბედნიერი ვარ, რომ იმ დღეს, როდესაც დედამისმა ის უგუნო მდგომრეობაში მოიყვანა საავადმყოფოში იქ ვიყავი. მან კიდევ ერთი სამყარო გამაცნო ბავშვური თვალით დანახული და ჩემი გული შეავსო მისდამი უსაზღვრო სიყვარულით. სულ რამოდენიმე კვირა გახდა საკმარისი იმისთვის, რომ მოულოდნელი გარდატეხა მომხდარიყო ჩემს უინტერესო ცხოვრებაში. მე აღარ ვიყავი პიროვნება საკუთარი ნაწერებით მარტო დარჩენილი. გავიცანი და შევიძინე ორი უძვირფასესი ადამიანი: მარიამისა და გოგა სახით, ხოლო ჩემს ყოფასაც დაუბრუნდა არსებობის აზრი. შემდეგ გოგას, დიდი ხნის უნახავი მარიამიც გავაცანი ხოლო იმ დღის შემდგომ ყოველთვის და ყველგან ერთად ვიყავით. მივირთმევდით ნაყინს ქუჩაში ნელი სვლით და ვათვალიერებდით ლამაზ, ბრჭყვიალე ფერებში შემოსილ მანეკენებს. ვიხსენებდით ათასგვარ ისტორიებს წარსულიდან და ვერც კი ვაცნობიერებდით, რომ ეს აწმყოც დიდებულ მოგონებად შემოგვრჩებოდა. სიცილზე ნურაფერს მკითხავთ. მარიამს იმდენად ხმა მაღალი სიცილი უყვარდა, რომ გამვლელები გაკვირვებული თვალებით ჩაგვივლიდნენ ხოლმე გვერდით. მას კი საერთოდაც არ აკომპლექსებდა ეს ყველაფერი. პირიქით მისი ეს უზღვავი ენერგია ჩვენს განწყობას ერთიანად ავსებდა ემოციით. მახსოვს ვიცეკვეთ კიდეც სამივემ ერთად თბილისის რომელიღაც ქუჩაზე სადაც ხალხი ნაკლებად იყო და არც ტრანსპორტი გადაადგილდებოდა დიდი სიხშირით. იდეაში ამას ცეკვასაც ვერ დავარქმევდი, რადგან ერთმანეთისგან განსხვავებულ და გაურკვეველ მოძრაობებს ვაკეთებდით. სისწრაფითა და მოქნილობით მარიამი მაინც გვჯობნიდა მე და გოგას, თუმცა ხომ გითხარით კიდეც მისი ულევი ენერგიის შესახებ. საღამოობით გოგას ისევ პალატაში ვაბრუნებდით ხოლმე, ხოლო მეორე დღეს ყველაფერი ისევ ახლიდან იწყებოდა. ჯერჯერობით მისი პირადი ექიმიც არ ჩანდა წინააღმდეგი ამ ყველაფრით და ხელსაც არაფერი გვიშლიდა. ქუჩაში მშვიდი სვლით მოსიარულე ხალხის ყურებაც კი საინტერესო იყო ჩვენთვის. ზოგს სადღაც ეჩქარება,  რომელსაც საშინელი უფროსი ჰყავს და სამსახურის დაკარგვის შიშით გამვლელებს შორის, სირბილით ძვრება. მშობლები შვილებს აცილებენ სკოლაში და გზად წინა დღეებში მომხდარ მათ ცუდ საქციელზე ელაპარაკებიან. არ იშურებენ რჩევა-დარიგეგებს და ა.შ. ამ დროის განმავლობაში კი ქუჩის გადაღმა გაჩერებასთან მდგარი ბიჭი თვალს ვერ სწყევტს გოგონას, რომელიც სულ რამოდენიმე მეტრის მოშორებით წიგნის კითხვითაა გართული და ვერც ვერავის ამჩნევს გარშემო. წითელ შუქს, მწვანე მოჰყვება და ისინიც გადადიან გზის საპირისპირო მხარეს. შესაძლოა გზად შენს "მომავალს" ჩაუარე. შენს დიდ სიყვარულსა და ძვირფას ადამიანს, რომელსაც ჯერ არ იცნობ და როდის გაიცნობთ ერთმანეთს, ეს არც არავინ იცის. სხვათაშორის ამ უკანასკნელზე ხშირად მიფიქრია, როდესაც მათსავით მიყვარდა ქუჩაში მარტოდ სეირნობა. იქნებ ეს ის გოგოა, რომელიც კაფეში მეგობრებთან ერთად ყავას მიირთმევს ან თუნდაც ის, რომელმაც ეს ესაა გვერდით შეუმჩნევლად ჩამიარა. ახლა ამას უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა, რადგან მე მყავს მარიამი, რომელიც ჩემთან ერთად ათვალიერებს მათ, რომელთაც სულ სადღაც ეჩქარებათ. იქნებ ეს სულაც არ არის ცუდი?! და სწორედაც, რომ სწრაფად უნდა იმოქმედო რათა ცხოვრებაში ბევრი რამ მოასწრო. ასეა თუ ისე ერთად ყოფნას ხომ მაინც ვახერხებდით. ერთ მშვენიერ საღამოს კი გოგა დედამისთან ერთად ესტუმრა, მარიამის ახალ გამოფენას და არაჩვეულებრივი დროც გაატარეს ცნობისმოყვარე დამთვალიერებლებთან ერთად. ეს იყო დღე, როდესაც გოგამ პირველად შენიშნა უძილო ღამეებისა და გაურკვევლობის მოლოდინში დაღლილი დედამისის სახეზე ბედნიერების ღიმილი. წამით ამომხედა და ჩურჩულით მითხრა "მადლობ! ის ბედნიერია". ვერ გეტყვით იმას თუ რამდენად კარგად შევძელი მისი ოცნების ასრულება თუმცა ერთი რამ ზუსტად ვიცოდი. გოგას დროულად უნდა დაეღწია თავი საავადმყოფოს კედლებიდან, სახსალამათს. უბრალოდ არ შეიძლება პატარა ბავშვმა გაიაროს ის გზა, რაც განვლე მე. ხოლო გაცნობიერება იმისა, რომ "შენ შეიძლება მოკვდე" ზუსტადაც, რომ სიკვდილის ტოლფასია რაც ანგრევს არა მხოლოდ ნერვებს, არამედ შენს შინაგან მდგომარეობას. რწმენის დაკარგვა კი სხვა არაფერია, თუ არა შეგუება სიკვდილთან. ეს მარცხია, რეალობის შიში და ომის წაგება... და რას ნიშნავს ომის წაგება? რაღა თქმა უნდა კიდევ და კიდევ ერთხელ სიკვდილს!

                                                                                                                                *** 
-თავს როგორ გრძნობ?
-ბოლო დროს ცოტათი სუსტად.
-მაინც?
-არ ვიცი. რაღაც ძალიან მალე ვიღლები ხოლმე და სულ მეძინება.
-გამოძინებას ვერ ახერხებ?
-კი როგორ არა! მაგრამ რაღაცნაირად ვარ.
-ლევან, რეაბილიტაციის კურსს სწორედ არ მიყვები  და...
-აქ ვერ დავრჩები და ვერ შევძლებ სულ ერთი და იგივე სახეებს ვუყურო.
-იცი, რომ მდგომარეობა უარესობისკენ მიდის?
-კი მაგრამ...
-მომისმინე ერთი წუთით! -მოულოდნელად სკამიდან წამოიჭრა და სიტყვა ზედ შემატოვა. -მე აქედან ვერაფრით დაგეხმარები თუ შენც ხელს არ შემიწყობ.
-ექიმო, ორ თვეში ჩემი წიგნის პრეზენტაციაა.
-მერე ხომ გინდა, რომ დაესწრო შენსავე წიგნის პრეზენტაციას?
-მაგით რას მეუბნებით?
-ეს დაღლილობა და მოჭარბებული ძილიანობა იმის ბრალია, რომ მდგომარეობა არ სტაბილურდება. მეტასტაზები სულ უფრო მეტად ვითარდებიან შენს ორგანიზმში. - საუბრისას ხელის კანკალი დასჩემდა -უბრალოდ თავს იკლავ და სულ ესაა.
  მისთვის აღარაფერი მითქვამს. ჩუმად წამოვდექი და სულ რამოდენიმე ნაბიჯის შემდგომ კარებთან გავშეშდი -პრეზენტაცია აუცილებლად იქნება, ხომ? -უკან მოუხედავად ვკითხე.
-პრეზენტაცია იქნება.
-მერე? 
-იქნება, თუმცა უშენოდ. -მოკლედ მომიჭრა და ფანჯრისაკენ შეტრიალდა.
-...
-ისევ გარბიხარ.
-სხვანაირად არ შემიძლია.
-ეშმაკმაც დალხავროს, რა არ შეგიძლია?
-უნდა წავიდე...
    სიარულისას ფეხები დამიმძიმდა და წუთით ვიფიქრე მართლაც ხომ არ გავიქცე თქო, თუმცა რას უნდა გავქცეოდი თუ არა საკუთარ თავს. რეალობაც ხომ არ  მაძლევდა გასაქანს და რამოდენიმე ხნიანი დერეფანში უაზროდ დგომის შემდგომ, ძალდატანებით გავერიდე კიდეც იქაურობას.

                                                                                                                              ***
    ამ ქვეყნად მხოლოდ იმის შეჩერებაა შეუძლებელი რაც შენზე ძლიერია ანუ შეუძლებლის. ვცდილობ არ ვიფიქრო ხოლმე ამ ყველაფერზე თუმცა, როდესაც სახლში მარტოდ ვრჩები, სიგარეტის კვამლში გახვეული შიგნიდან მაინც რაღაცა მღრღნის და არ მაძლევს მოსვენების საშუალებას. ფიქრის კი არა, მოქმედების დროა. სათქმელი, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ უნდა ვთქვა და დავმატკიცო, რომ სიყვარული ნათელ ფერებშია. წარვსდგე პუბლიკის წინაშე და ვთქვა, რომ "უბრალოება არ ნიშნავს იმას, თითქოს ვიღაც ჩვეულებრივ და უბრალო ადამიანს არ შეუძლია იქცეს უდიდეს პიროვნებად.". ასეთი ადამიანები ჩვენს გვერდით არიან, თუმცა მათ ვერ ვამჩნევთ, რადგან  "სიბნელეა". სიბნელე გონებაში და სიბნელე თვალთ. კი არ დავბრმავდით, არამედ მოსაღამოვდა და ჩამობნელდა ჩვენს ყოფაში. შემდეგ კი მარტივია იმის თქმა, რომ "ის" განსაკუთრებული იყო. რომ მას ვიცნობდით თუმცა ვერც კი ვიფიქრებდით რარიგ "დიდ ადამიანთან" ერთად გვიწევდა ჭიქა ღვინის აწევა მახლობელ უბნის სარდაფში. შემდგომ რა ხდება? წლების მერე "ის" კვდება თავისივე ქალაქში შიმშილისგან, სიცივისა და მარტოობისაგან ღონე მიხდილი გარეთ.  მეორე დღეს კი მას პოულობენ და "ის" ირაცხება გენიად. მისი შემოქმედება ითარგმნება მრავალ ენაზე და გადის საზღვრებს მიღმა. უამრავი უცხო ადამიანი კი ყოველ წლიურად სტუმრობს ჩვენს ქალაქს მხოლოდ იმისათვის რათა გაიგონ და გაეცნონ თუ სად დაიბადა "ის" გენიალური პიროვნება. ასე აღარ უნდა ხდებოდეს. კიდევ ბევრი რამ არ უნდა ხდებოდეს მაგრამ მე ჩემი უბრალო ნაწერებით ხელში არ შემიძლია ყველაფერ ამაზე ერთად ვილაპარაკო. მე ვიტყვი ჩემსას ხოლო სხვას იტყვიან სხვა დროს! ჩემს ქალაქში გენიებად კი არ ყალიბდებიან არამედ იბადებიან. აი ამიტომ არ მეშინია თუ ერთ მშვენიერ დღეს მეც დავტოვებ აქაურობას. მე გავქრები, თუმცა დაიბადებიან ისინი და სწორედ ისინი დაასრულებენ ჩემს დაწყებულ წინადადებას. გააგრძელებენ და გაანოყიერებენ წინაპართა ისტორიას და ოფლით მოვლილ მიწას. ამბობენ ბევრი ფიქრი არ ვარგოა, თუმცა ერთ ღამეში სიგარეტის კვამლში გახვეული სწორედ ამდენ რამეზე ვასწრებ ფიქრსა და გაანალიზებას. ხალხს აუცილებლად უნდა ვესაუბრო და პრეზენტაცია სწორედ ისაა რაც მჭირდება. ჩემი მიზანი მხოლოდ სიყვარულის გამოღვიძებაა მათში ხოლო რამდენად შეამჩნევენ მის ბრწყინვალებას, ეს უკვე მათ სიყვარულზეა დამოკიდებული. სიყვარული ესაჭიროებათ, სურთ, უნდათ... მე კიდევ ჩემთვის გავიღიმებ და გეტყვით, რომ უბრალო რწემანც კი საკმარისია. ის უნდა გწამდეთ და არა გსურდეთ!


                                             
                                                                                                                        "Love In Bright Colors"

 
                                                                                                                        (გაგრძელება იქნება)




                                                                                                                             


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები