ნაწარმოებები



ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
6 თებერვალი, 2017


Афанасий Фет - В дымке-невидимке

ათანასე ფეტი - გაზაფხულის მთვარე
გამოცურდა ჯანღში

გაზაფხულის მთვარე
გამოცურდა ჯანღში,
ასდით ხეხილნარებს
სუნი ბლის და ვაშლის.
გკოცნის, გეტმასნება,
კადნიერად, მალვით.
არრა გენაღვლება?
არაფერი დაგღლის?

სტვენს ბულბული გლოვით,
ნატრობს ვარდის სურნელს,
მომტირალი ლოდი
ტბორში აფრქვევს კურცხლებს.
ჩამოგშლია მხრებთან
დაწნული თმა ზილფად.
არაფერი გთენთავს?
ნუთუ სულ არ გტკივა?

6 თებერვალი, 2017 წ.



Афанасий Фет -  В дымке-невидимке

В дымке-невидимке
Выплыл месяц вешний,
Цвет садовый дышит
Яблонью, черешней.
Так и льнет, целуя
Тайно и нескромно.
И тебе не грустно?
И тебе не томно?

Истерзался песней
Соловей без розы.
Плачет старый камень,
В пруд роняя слезы.
Уронила косы
Голова невольно.
И тебе не томно?
И тебе не больно?

1873

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები