ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
28 თებერვალი, 2017


შ ე ნ ხ ა რ ბილიკი

შენ  ხარ,  ბილიკი,  ჩემი  ცხოვრების,
ბეწვის  ხიდამდე,  რომ მიმიყვანე.
შენ  ჰაერი  ხარ,  ჩემი  სიცოცხლის
და  აღარ  მიკვირს,  რომ  შეგიყვარე.
შენ  ჭაობი  ხარ,  ხავსმოდებული,
მჭირდები  როგორც,  ბაღში  იფანებს.
გაზაფხული  ხარ,  თეთრი  სამოსით,
მოწყენას  სულაც  რომ  არ  იკარებს.
შენ, ზამთარი  ხარ,  სუსხის  გარეშე,
როგორც  მეცხვარე,  თეთრი  ნაბადით.
შენ,  სალოცავად მადგები  ხანაც,
ვით  ჩემი  სულის,  წმინდა  რაბათი..
შენ,  მდინარე  ხარ,  ადიდებული,
ნაპირს  რომ,  ანგრევს,  ბორგავს,  დაღლამდის.
შენ  ხარ,  ბადაგი,  სულში  ნაწვეთი
და  უნებურად , ჩემში  დაღვინდი.
მე კი,  ვინ  ვარ  და  მე  ვარ,  ის  ქალი, 
ზამთარში,  იას  სურნელს  რომ,  ართმევს.
მე,  ის  ქალი  ვარ,  დიდებულ  გრძნობით,
შენს  ღირსებაზე,  მზის  სხივს  რომ,  აფენს.
მე,  ის  ქალი  ვარ,  მწვანე მინდორში,
ტყემლებს,  აპრილში,  თეთრად  რომ,  ანთებს.
მე,  ის ქალი  ვარ,  მოწყენილ,  შენს  სულს, 
ჰკვებავს,  მუდმივად,  არაფერს  ართმევს.
მე  ის ქალი  ვარ,  ზღვისფერთვალებით,
ქარიშხალს,  გრიგალს,  რომ  შეაჩერებს.
მე  ის  ქალი  ვარ,  რომელიც  დღემდე,   
ნაფერებს, გრძნობას,  რომ  არსად,  ამხელს..
მე  ის,  ქალი  ვარ, , სახეზე  ხალით,
უცხოშიც,  ნაცნობ  ხალისს,  რომ  დაფენს.
მე  ის,  ქალი  ვარ,  ვინც  შენს  ცხოვრებას,
საოცარ  ელფერს,  სძენს,  ალამაზებს.
მე,  ის,  ქალი  ვარ,
          მე  ის ,  ქალი  ვარ,
                      მე  ის,  ქალი  ვარ,
                                        ისევ,  ის  ქალი,
მე,  დიდი  სევდის,  დედინაცვალი,
შენ, შენი  გრძნობის,  მამინაცვალი.





        დ ა ვ ი თ ა ვ ი ს ე ბ

ვხარბობ,  თეთრად აფეთქებულ 
ტყემლის სურნელს  ვითავისებ,
ჩქარა  მანამ  ჩაყვავდება
თორემ  მერე  ვერ  მომისწრებ.
ჩქარა,  მანამ  თოვლის  სუდარს
უნდაურად  გადავიცმევ,
ლეგა  ღრუბლებს  ცად  ავყვები
შევერთვები  ღამე  ნისლებს.
მერე მართლა  ვერსად  მნახავ,
მიეცემი ურვას,  ხინჯებს.
მიმქრალდება  ლანდი  უფრთო,
დღის  სინათლეც  მალე  მითვლემს.
 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები