ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
9 თებერვალი, 2017


ს ა ჰ ა რ ა (ანუ მზე ჩამოვიდა დედამიწაზე)

ვახელ  თვალს  და სიჩუმეა,  დუმილია,
მაკრთობს  მძიმე  რეალობა,  მეშინია.
მოაღწია,  აჰა  უკვე  შუადღემაც
და  ვხედავ  რომ  აქ  სამყარო  შეშლილია.
დგას  სიჩუმე  სამარისებრ  ვაკუუმში,
მგონია  რომ  ამომხდება  უკვე  სული,
კოშმარია  გავიფიქრე,  დავაყოვნე
დიდებული  დრო  ვინატრე, გარდასული.

,./,./,./,./,./,./,./,./,./,.//,./,./,./,./,./,./,./,./,./,./,./,./,./,./,./,../,

                        ს ა ჰ ა რ ა

თვალებს  ეხება  უსაშველოდ  ცხელი  ჰაერი,
ცხელი  ქვიშები  გადაფანტა  ქარმა  სიბრაზით. 
ადამიანებს  თუ  მიუძღვის  აქ  მართლა  ბრალი,
მერჩივნა  იყოს  ეს  სიცხადე  ცუდი  სიზმარი.
დასანანია  ამ  უდაბნოს  ვერ  სწვდება  თვალი,
აქ  არსად  არის  ღმერთო  ჩემო  მომავლის  კვალი,
ფლორა,  ფაუნა  ან  მიწაზე  მწვანე  ფარდაგი.
წვიმა  ნანატრი  400წელში  არც  მონამული,
ნუთუ  ღმერთია შემოქმედი  მასზე  მწყაზარი.
მდინარე  ნილოსს  და  ნიგერის  ფიქრით  გავვყევი,
ვილოცე  ბევრი  გულმხურვალედ,  გულს  უჩანს  ბზარი.
ნუთუ  მიწაზე  მოგებისთვის,  სპობდნენ  აქ  ფლორას,
ერთურთის  შურით,  აქ  მზისფერი  კვამლიღა  ხრჩოლავს.
ტურეგები  და  ბერბერები მტრად  თავის  მოდგმის.
გადაქცეულან,  დარჩენილან  ცხელი  მზის  მონად. 
ხშირ სიჩუმეში,  ქარი  მრეკი  შემაზრზენ  ზარის,
მზე  წვავს  ყველაფერს,  ჰაერია  მწყრალი  და  მშრალი.
აფთრის  გოდებას  უერთდება  ტურის  კივილი.
მძიმე  ნაბიჯი  აქვს  აქლემებს  ბედთან  ჭიდილით,
დის  ქარავნები  მომთაბარე  ბედუინებით. 
მორიელები,  ხვლიკები  და  ქვიშის  გველები, 
ეს  მირაჟები,  წარმოსახვით,  ოაზისებით,
ტბებით  და  მთებით  მატყუარა  საოცრებებით,
ქსეროფიტები,  აქა–იქა    ფალოფიტები,
მცირე  ნიშნებით  მუდმივობის  კანონის  მიღმა
და  ისევ  ქარი  და  ისევ  მზე  მწველი  ნისლებით.
მე  ფეხზე  ვდგები, როგორც  ლანდი,  როგორც  ფესვები
ქსეროფიტების,  ღრმად  მიწაში  ჩატანილები
და  გზას  ვაგრძელებ  ეგვიპტისკენ  მელოდრამები
ქვიშა  თეთრ- შავი,  ხმელ  ყვავილით  შეფერილები.
ქარის  მუქარა,  მდუმარების  დადასტურებით.
ყოველ  საღამო  შვილებს  მარხავს მზე საჰარაში,
ღამის  ბატონად  ყინვა  დგება  გალანტურობით.
მზე  დილას  სხივებს  სარკოფაგით  წამოაყენებს,
კვერცხის  გულივით  ცხელ  სამყაროს  ააგიზგიზებს.
მზის  სასაფლაო,  ჩანს    გარდაცვლილ  უაზისებით,
ღამის  საჰარა, ცვლა  მოყინულ    სერაფიმებით.         
ჩვენი  გარეჯი.........მეშინია... ფლორა...ფაუნა.......

/./././././././././././././././././././.././././../././/./././/././../././/.///./

ქალაქები, ზღვები,  მთები – მირაჟები,
თვალთახედვას,  წარმოსახვას  შეუქმნია. 
მოაღწია  შუადღემაც,  რადგან,  უკვე,
ბედუინებს  აქლემების  ქარავანი  შეუყრიათ
და  ვინ  იცის  ახლა  საით  მიიღწვიან.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები