ნაწარმოებები



ავტორი: ლიკა_ოხანაშვილი
ჟანრი: პოეზია
8 თებერვალი, 2017


* * * (ლოცვასავით ვიმეორებ შენს სახელს)

ლოცვასავით ვიმეორებ შენს სახელს,
ამ ბოლო დროს მონატრება დამჩემდა,
ყოფნა, ხშირად სულ არ ყოფნის ტოლფასი,
ჩემს თავს თვითონ მივუსაჯე სასჯელად
და სურვილით - დროის სვლასაც ვებრძოლო,
დინებასაც მორჩილად ვერ მივყვები,
პასუხები კითხვებს რადგან ართულებს,
უპასუხოდ რჩება ზოგჯერ კითხვები....
ლოცვასავით ვიმეორებ შენს სახელს,
მონატრებით - უღმერთოდ და ღმერთითაც,
პასუხებმა გაართულა კითხვა-თქო,
მაგრამ მაინც.... ვიცი, ერთხელ გეტყვი და
შენც გამიგებ, ყველა ფრაზას გამიგებ,
მე კი შენგან კვლავ კერპს შევქმნი, თავიდან,
ლოცვასავით ვიმეორებ შენს სახელს,
და ამისთვის, მიზეზიც კი არ მინდა.

ლ.ო.
























კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ნინო კახიძე ვულოცავთ დაბადების დღეს