ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: პოეზია
18 იანვარი, 2009


# # #

შენი სიყვარული
დიდი ტვირთი არის,
შენი ერთგულება –
სულის ნეტარება!
შენი მეგობრობა –
კლდეა საიმედო,
ციხის გოდოლია, 
დრო ვერ ეკარება!

ქართლის დედასავით
დგახარ შემართული,
ხმალსაც მოიქნევ და
თასსაც მიაგებებ...
ჭირში თანამდგომო,
ლხინის მოზიარევ...
თუკი ვინმეს უჭირს, 
თავს არ მიანებებ!

ლექსის სიყვარული
გიდუღს ძარღვებში და
ყოველ ამოსუნთქვას –
ლექსად ამოჰყვები...
------
ხელი ჩამკიდე და
გავყვეთ მოგონებებს...
ან წინ გამიძეხი, 
უკან გამოგყვები!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები