ნაწარმოებები


პოეზიის საქველმოქმედო საღამო     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე http://urakparaki.com/?m=13&Theme=1528     * * *    

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
13 თებერვალი, 2017


Афанасий Фет - Шепот, робкое дыханье

ათანასე ფეტი - ჩურჩული და  შეკვრა სულთქმის

ჩურჩული და  შეკვრა სულთქმის,
იადონის ტრელი.
ძილმოგვრილი ნაკადულის
ლივლივი და ვერცხლი.

ღამის შუქი და ლანდები
ღამის მონაჩმახი,
ჯადოსნური გარდაქმნები
საყვარელი სახის.

მეწამული - ღრუბლის ბოლში,
ქარვის ათინათი,
ცრემლი, ოხვრა და ამბორი,
აგერ, განთიადიც!

13 თებერვალი, 2017 წ.



Афанасий Фет - Шепот, робкое дыханье

Шёпот, робкое дыханье,
Трели соловья,
Серебро и колыханье
Сонного ручья,

Свет ночной, ночные тени,
Тени без конца,
Ряд волшебных изменений
Милого лица,

В дымных тучках пурпур розы,
Отблеск янтаря,
И лобзания, и слёзы,
И заря, заря!..

1850

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები