ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მაჰათმა განდი
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
18 იანვარი, 2009


Bloody Season - სისხლს დალევ ??!!!

დღეს ქუჩაში რომ გახვიდე, გააჩერო ნებისმიერი ადამიანი და შეეკითხო:

სისხლს დალევ??

იგი განცვიფრებისგან ხელებს სასტიკად გაასავსავებს , არა, რატომ მკადრებ მაგასო??!!

და როდესაც ამდენი აგრესიაა ჩვენს ირგვლივ, როდესაც იძახიან მავანნი, ჩემთვის ძალიან საპატივცემულო ხალხი რომ, უნდა გავჟლიტოთ რუსები, უნდა გავასახლოთ ვინც საქართველოში ცხოვრობს, უნდა ერი ამოწყდეს, და ასე შემდეგ...

მე მებადება უბრალო კითხვა: სისხლს დალევ??!!

მე პრობლემას ვხედავ რუსეთის ფედერაციული რესპუბლიკის პოლიტიკაში (ხელმძღვანელი პირები) რომელიც ერთან არ ასოცირდება. რა თქმა უნდა არის ხალხი რუსეთში რომელებიც მხარს უჭერენ სახელმწიფო პოლიტიკის ასეთი სახის ქმედებებს, თუმცა არის ხალხი რომლებიც სამართლიანობას აღიარებს.

ბოლო-ბოლო ჩვენს მთავრობასაც ხომ ყავს მხარდამჭერები?? რომელებიც სტიმულს აძლევენ ამ ხელისუფლებას იმოქმედოს მშვიდად და თავიანთი "კეთილი" მიზნების განსახორციელებლად?? რა ვუყოთ მათ?? ცოცხლად მოვხრაკოთ დიდ ქვაბში??? თუ ნემსების ხალიჩაზე შევაგდოთ რომ ნელ-ნელა , წვეთ-წვეთად დაიცალონ სისხლისგან???

მე მგონია რომ, ხალხი არ არის დანაშაულში მხილებული. ერზე ლაპარაკი ძალიან სარისკოა. ერი შედგება მრავალი წარმომადგენლისაგან და ბოლო-ბოლო ისიც ნუ დაგვავიწყდება ვისი სახეა ადამიანი??

თუ ჩვენ გვმობთ რუსეთის არმიის მიერ განხორციელებულ უმსგავსოებას და ამავე დროს ჩვენ იგივეს ჩავდივართ (სისხლიანი მოქმედებები)  ანდა მოვუწოდებთ იგივე ქმედებისკან მაშინ,, რითი ვართ ჩვენს აგრესორებზე უკეთესი ?? მაშინ არც რუსების ქმედებები ყოფილა გასაკრიტიკებელი?!!

მე მინდა რომ ამ კუთხითაც შევხედოთ პრობლემას და ამ ხედვითაც გავაანალიზოთ მომხდარი,,,

მე მინდა რომ ჩვენ საკუთარ თავებს მოვთხოვოთ პირველ რიგში პასუხი,,
ს ა კ უ თ ა რ  თ ა ვ ს,,,


რა არს იცი??  თეატრში ვინ თამაშობს ყველაზე დიდ როლს???? თქვენ როგორ ფიქრობ?? ვინ არის დიდი ბოსი??

ჩემის აზრით რეჟისორი.. ანუ, როგორ სპექტაკლსაც დადგამს იგი,  ისე შეასრულებენ მსახიობები..
(ეს არის შედარება და ვინმესთვის შეურაწყოფის მიყენებას არ ვისახავ მიზნად, უბრალოდ, თვალსაჩინოებისთვის მოვიყვანე)

ხალხი იმას სჩადის , ისე აკეთებს საქმეებს როგორც ეუბნებიან "ზემოდან". მთავრობა იძახის, კონცერტი უნდა ჩავატაროთ, ხალხი ატარებს. მთავრობა გადაწყვეტს, ჯაჭვი, ხალხიც - ჯაჭვი. და ასე შემდეგ....

თუმცა, მრავალი ადამიანი ამ ღონისძიებებში ერევა გულწრფელად , მომავლის სურვილით, უკეთესი აწმყოს შექმნისთვის... მე გამიჭირდება ხალხის დადანაშაულება იმაში რომ, მათდა უკითხავად ხდება რაღაც-რაღაცეები... მთავრობას ხალხი სჭირდება მაშინ როცა სჭირდება. აი, ხალხს როცა სჭირდება მთავრობა ეს არის საინტერესო საკითხავი და პოზიცია,,,

ხალხს მაშინ სჭირდებოდა მთავრობა და სჭირდება რომ, ქვეყნის ოფიციალურ პირებმა აწარმოონ მოლაპარაკებები თავიანთ პარტნიორებთან თუ მოწინააღმდეგეებთან, იზრუნონ ქვეყნის სოციალური თუ სხვა სფეროების გაჯანსაღებაზე. შექმნან კარგი ჯან დაცვა და ასე შემდეგ,,,

ამაში ნამდვილადს სჭირდება ხალხს მთავრობა,,,,



თითოეული ჩვენგანის ხმის ამაღლება იცი რაში გამოიხატება?? იმაში რომ ჩამოგვიყალიბდეს ჩვენი პოზიცია მოვლენების მიმართ..

როგორ შემიძლია მე დღეს ჩვენს ხელისუფლებას დავუჭირო მხარი, როდესაც ვხედავ მის მიერ ბოლო რამოდენიმე წელში გადადგმულ ნაბიჯებს?????

არის ხალხი, რომლებიც მიუხედავად ამისა, მიუხედავად მძიმე სამთავრობო შეცდომებისა,, მაინც არ უნდათ აღიარონ რომ : მთლად ისე ვერ არის საქმე, რაღაცაშია მდგომარეობა,,
და მაინც აგრძელებენ დღევანდელი კურსისა თუ ხელმძღვანელობის უპირობო დაცვას თუ ქება დიდებას.....

ქება დიდებას მე ვერავინ ვერ მასწავლის, მეც შემიძლია იგივე; მხოლოდ მომეცი საბაბი, საფუძველი,,,, მეც შემიძლია შევაქო ჩემი მთავრობა,, ოღონდ,,,, მჭირდება ხელმოსაჭიდი,,,,, რ ა მ ე ,,,


მთავარი იდეა და აზრი არის, უსისხლოდ, არაძალადობრივად დავამარცხოთ მოწინააღმდეგე.. (მტერს შეგნებულად არ ვიძახი, არამედ - მოწინააღმდეგე)

ეს დამარცხება არ იქნება ისეთი რომ ვინმეს დავემუქროთ ანდა გავსრისოთ, მოვკლათ, გავჭყლითოთ, შევმუსროთ..

არამედ,

იქნება , შესაბამისი ტაქტიკა და სტრატეგია რაც მტერს აქცევს მოყვარედ...

ეს არის ურთულესი პროცესი, თორემ მოყვარის მტრად ქცევა არის სულ, სულ ადვილიიიი....


დღევანდელი ხელისუფლების კურსის დევიზია: "ჩვენი თავი ჩვენ არ უნდა გვეკუთვნოდეს"!!!

მე, განდი,  არ ვჭამ სადილს იგივე საინიდან,,, არ მსიამოვნებს,,, მადლობა,,,,


შეუსაბამო გადაწყვეტილების მიღებები,
კრიტიკულ მომენტში მერყეობა,
ვირზე შეჯდომა,
პრიორიტეტების არასწორი განლაგება და განაწილება,
ტაქტიკის სრული ქაოტურობა,
სტრატეგიის უზარმაზარი ლაფსუსები,,


,,,,,,, ჰმმმმმ,,, გავაგრძელო??????

აი, ეს არის ზოგადი შეფასება, აღწერა ჩვენი "ერის მამების" დღევანდელი მოქმედებებისა.


ხალხი მე ხანდისხან მაკვირვებს,,,,, შორს წასვლა არ გვინდა,, ზოგს  2007 წლის 7 ნოემბერი თავისებურად აქვს გაანალიზებული, ზოგს ჟვანიას გაუჩინარებაც მივიწყებული აქვს უკვე ,,, ხალხი ადვილად ეგუება ჭირს,,,,,

ასე არ ფიქრობ შენ???

მე მართლა მაინტერესებს, რა განწყობაა დღეს ხალხში?? ქუჩაში, სახლში, შუკაში??? რას ფიქრობს შენ??



მართლაც, რას ფიქრობს ხალხი?


მიზანი ერთია, ხოლო მისდამი მისასვლელი გზა რამოდენიმე. მთავარია რომ ეს გზა ტაძართან მიდიოდეს, შენ შეიძლება სხვანაირად გესმის საკითხები, სხვანაირად შიფრავ მოვლენებს, შეიძლება კრიტიკულიც ხარ ჩემ მიმართ, მე შენს მიმართ, მთავარია რომ, რასაც ვაკეთებდეთ იყოს სიყვარულით, საკუთარი ხალხის პატივისცემით აღვსილი, იყოს სამართლიანი და ჩვენ ტაძარში შევხვდებით ერთმანეთს. მიუხედავად იმისა რომ შეიძლება იქამდე მისასვლელად სხვადასხვა გზები ავირჩიოთ..


მე ვარ პრო-საქართველოს სახელმწიფოისტი,,

საკუთარი თავი ჩვენვე უნდა გვეკუთნოისტი,

თავისუფლებისტი,

არავითარი მაგრამ,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,


დღევანდელ ხელისუფლებას თავი უღელში აქვს გაყოფილი. ეს უღელი არის მათთვის ოქროს უღელი, ქონებისა და დიდების დაგროვების ყველაზე სწრაფი საშუალება.
მათთვის, უღელი თუ ოქროსია, ესე იგი კარგია,,,


პრივატიზაციის პროცესში დიდი ფული გამოიმუშავა ამ გაყიდვებზე მავანმა და დღესაც დიდი ფული გადის რუსეთში საქართველოში მოღვაწე რუსული კომპანიების საშუალებით..... რაღა აზრი აქვს ბრძოლას რუსეთთან თუ ჩვენივე შემოსავალი გადის რუსეთის ჯიბეში , ჩვენივე დოვლათი გადის "მტერი"-ს ხელში..

ეს არის დღევანდელი მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა.

რაც შეიძლება ვალები,
                            ვალები, და კიდევ ვალები,,,

შემდეგ, ხდება ისე რომ გარიგებები იწყება,,, აი, რა გარიგებები, ამას ჩვენ, უბრალო ხალხი ვერასდროს ვერ გავიგებთ,,,

შემდეგ, ყურით დათრეული მთავრობა , რომელიც ვალს ვერ იხდის და პარიზის კლუბს, სავალუტო თუ სხვა ფონდებს ეხვეწება რამენაირად გადაავადოს... 

დღევანდელი ახალი მსოფლიო წესრიგის ატმოსფეროში, ძალიან დიდი გავლენა აქვთ მოპოვებული მსოფლიო ბანკს, იგივე ზემოთ ნახსენებ სავალუტო ფონდსა თუ პარიზის კლუბს. ეს ის დაწესებულებებია სადაც წყდება ამა თუ იმ სახელმწიფოების  (დიახ, სახელმწიფოების) ბედი.

თქვენ წარმოიდგინეთ, ეს გადაწყვეტილებები ვის სასარგებლოდ იქნება გათვლილი???!!!  ამას მე მგონი დიდი ფიქრი არ სჭირდება.


ეს არის სრულიად სერიოზული გეგმა, ჩვენი სახელმწიფოს ეკონომიკური სიკვდილისა,,,,

ზუსტად ამისთვის ვღრიალებ, რომ არ მინდა ეს დაემართოს ჩემს საქართველოს, მისი მარწუხებიდან დახსნა მინდა.

დამოუკიდებლობა შორია, ჯერ-ჯერობით,,,



-

რას ვიზამთ,
დღეს ღამე მოჰყვება, ღამეს დღე,,,, ძილს ოცნება მოჰყვება, ოცნებას სიხარული,,, სიხარულს ბედნიერება, ბედნიერებას დიდხანს სიცოცხლე,,,,,

ასე რომ, წაი ახლა, დაიძინე და ტკბილ ოცნებებს გისურვებ  :-*


დიდი სიყვარულით,
მაჰათმა განდი.
არწივი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები