ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
15 თებერვალი, 2017


ც ა, თ ო ვ ა, ფ ი ქ რ ი...

ჩემთან მოთოვა ისევ,
ეს ფიფქვა ფიქრებს მისევს,
ცა,  თოვა,  ფიქრი  მყისე,
გრძნობას,  სხვა  მადლით  მივსებს.
თითქოს ჩვენს ყოფნას ჰგვანან,
თითქოს მოჰგვანან ნისლებს.
სევდით ვიხსენებ აპრილს,
თეთრად დაფართლულ ტყემლებს,
იმედს რა ვუყო ნამდვილს,
იმედს, სუსტსა და დაღლილს,
ის არასოდეს კვდება,
ვხედავ ხელზეცით აწვდილს.
თოვლი დადნება მალე,
ჩვენ კი, სულ ცოტა გვიან.
თოვლი ქათქათებს მუდამ,
სევდა ვითომდა მიაქვს,
მერე მზე გვაფენს სხივებს,
აკრეფს, მიგვანდობს ნიავს,
ჩვენ თუ, არ მოგვწონს რამე,
წამს დუშმანივით გვიავს.
მოვა აპრილი, მაინც
ფერად ხავერდად დიად.
რაც უნდა ვიყოთ მწყრალად,
გული დაგვიწყებს ფრიალს,
რადგან აპრილი არის,
მოაქვს სურნელი ნიავს.
მუდამც, აპრილში მწვანედ,
ფოთლები იწყებს შრიალს,
დროს ვერაფერი შველის,
ვერც ვინ აბრუნებს ტიალს.
ეს ყველაფერი მომწონს
და არაფერი მიავს.

/.,/.,/.,///.,/.,/.,/.,,///.,/.,/.,,/.,,/.///.,/.,/.,/.,/.,/.,/

ცა,  თოვა,  ფიქრი  მყისე,
გრძნობას  სხვაგვარად  მივსებს.
არა, უჩინარ  ტკივილს,
ეს  იმედია  მტკიცე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები