ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიო ზედვაკელი
ჟანრი: პოეზია
16 თებერვალი, 2017


გაუშვი

გაუშვი,განა  სულ  ითოვებს ასე ,განა  სულ...
დაე,ფიფქებმა ჩვენი ეზო  თოვლით აავსოს.
დე, გავეყაროთ უთოვლობით დღემდე  დანავსულ
ყინვიან  ზამთარს,ვიგუნდაოთ ერთად, ლამაზო.

გაუშვი,გაუ...თეთრი  ქუდით,თეთრი კაშნეთი
ჩვენს  თეთრ  ეზოში ჩვენი  გოგო,ისიც თოვლივით
თეთრი...ხომ იცი, რომ  ხარობენ თოვლით  ბავშვები?
-გაუღე  კარი, ყინვის შიშით  ამოქოლილი.

შეხედე,შეხე,შე...მის  სახეს აკაშკაშებულს,
არ შეიძლება  ახლა  მისი  იქ  არ გაშვება!
ეს  იქნებოდა ,როგორც  ცოდვა ,დანაშაული,
უფრო  მარტივად,მშობლებისგან  გადამლაშება!

გაუშვი,გაუუ...განა მარტშიც ასე  ითოვებს,
მარტში ეს  მიწა დაჟანგდება,ატალახდება.
მოვა  დრო,როცა ის  სარკესთან თმებს  შეისწორებს
და შეძულდება  თოვლი,როცა  დიდი  გახდება.











კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები