ნაწარმოებები



ავტორი: ნექტარი
ჟანრი: საბავშვო
21 თებერვალი, 2017


მ უ რ ი ა

მორბის  მელია  საქათმისაკენ
და  კუდი  ზურგზე  მოუფენია,
დღესასწაული  სურს  ბნელ  ღამეში,
ქათმები  როცა  აღარ  ელიან.

შემოურბინა საქათმეს ირგვლივ,
არ  გაუღია  ფეხის  ჩქამია.
თხარა  და  თხარა წინა ფეხებით,
წამითაც  კი  არ  შეუსვენია.

და  ჰა  ცოტაღა  დარჩა წუწურაქს,
ქათების  სუნთქვა  მისთვის  დარია 
ოცნებობს  მსუქან  დედალზე  ახლა,
ხან  ურჩევნია  კიდევ  ვარია.

სმენა  დაძაბა,  ადგა  მურიამ,
ფიქრობს:  აქ  რაღაც  უცხო  სუნია,
სწრაფად  გასწია  საქათმისაკენ
სუნსულ–სუნსულით  უგდო  ყურია.

გაჩაღდა  ბრძოლა  მტყუან–მართალის,
არსად  იმედი,  აღარც  მშველია.
კარგად  დაბეგვა  მურამ  მელია,
და  აწყევლინა  თანაც  ბედია.

აი  ასეა,  სხვისი  რაც  არის,
ფლიდს,  მატყუარას  სად  შერჩენია.
ძლივს  მილასლასდა  მელა  სორომდე
აცნობა  შვილებს,  მურაც  ძტერია .


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები