ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
17 მარტი, 2017


ფ შ ა ვ ი ს მ თ ე ბ ზ ე

ნისლი  გაწოლილა  ფშავის  მთებზე,
ჩვეულად  გულგრილი,  უდარდელი.
ქედებს  შეხებია  შიშველ  მკერდზე,
წმინდად  ვით  წაწალი  სანატრელი.   
ბილიკი  შეყოლია ციცაბო  ხევს,
სულ  ახლოს  საიდუმლო  ქვაბებია.
ცხრა  წყარო  მოცქრიალებს  აჩქარებით,
ჩვენ  ერთი  ბილიკიც  აგვრევია..
თვალხილულ  გათენდება  ვიღაცისთვის,
არწივიც  ქალაქისკენ  გაფრინდება.
მანამ  შეუძლია  ზეცას კალმავს,
მერე  კი  ჩვენსავით  დამიწდება.


////////////////////////////////////////////////////////////////////////////////

ვარ  იცი  როგორ?  რაღაც  ისე, ვერც  წარმოიდგენ,     
როგორც  ფოთლები,  დამჭკნარი  და  ნატანჯი  ქარის,
როგორც  მფლობელი ,  ერთადერთი  უნიჩბო  ნავის,
როგორც    მიმდგარი  უნებლიეთ  კიდეზე ხრამის,
ცრემლების  ტბამი  შემდგარი  წამი,  დარაჯად  ღამის.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები