ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
18 თებერვალი, 2017


ვ ა ი რომ ქ ვ ე ყ ნ იე რ ე ბ ავ

ესეა  ქვეყნიერება,
სულ  ღობე-ყორეს  ედება.
რა  არის  მათი  ხეტება,
თუ კარგ რა  არ  ებედება.
ზოგთათვინ  სამოთხე  არი,
ვის  სიბრძნე  არ  ებადება,
სიმდიდრე  თავზესაყარი
ან  ცოდვებ  გადანაყარი.
რჩებათ  ამგვარი  ნარჩენი,
უხვად ვით ძაღლის  საყარი.
ფეხზე  იკიდეს  თან  ყველა,
ანგრიეს  წმინდა  საყდარი.
გაწირა,  ბევრ  გაიმეტა,
თავ  კი,  სხვის  ხარჯზე იქცია,
აქ  ჯოჯოხეთურს,  წესიერს,
შედეგს  უყენებს ფიქცია.
ეგეთამ  თვალ  თუ  დაგადგა,
და  ბედმაც  პირი  გიქცია,
მაშინ  წასულა შენ  საქმე,
ყოფნაც,  არყოფნაც  ფინთია.
დღე  დაგადგებბა  ისეთა,
სისხლს  გამოგწოვენ,  გთელიან,
დაგდაგვენ,  ამოგძირკვავენ,
როგორც  ქნა,  უკვე  ბერიამ.
მაგათ  მოჭამეს  ქვეყანა,
ეგ  არის  მაგათ  გენია. 
არც რა  ევნება  ეგეთას,
აქ  წუთისსოფლის  კეთრია.
თუმც ყველამ  იცის რომ  ჩვენი,
და  ჩვენი  ქვეყნის  მტერია.
გგონავ,  რო  აღარ  ბერდება,
ჭაღარაც  ვერ  მეერია,
ქვეყანას  ლაგამ  ამასდვა,
შავბნელ  სურვილებ  ღვედებად,
ხმელზე  ამბობს  რო  ნედლია,
ნედლი  მაგისგან  ხმელდება,
ვაი  ქართველო  ბეჩავო,
ეგეთებ,  რო  გებედება,
დრო-ჟამიც  ემაგათაგან
უდროოდ  რასამ  ჩერდება.
კაცი,  კაცს  ცოტაღა  ჰგავის.
ბევრიც  მაგათგან  დედდება.
ღმერთო  მოგვხედე  დროულად,
მანამ  ცაც  გადაგვეხდება.
ჭაობ  ხო  ჭაობად  რჩება,
მშრალიც  ჩქარ-ჩქარა  ნესტდება.
ვაი, რომ  ქვეყნიერებავ,
სულ  სხვა  რამ  შეგეფერება,
თორმეტსა  საუკუნესა,
ცხოველ რამ  იყო  ტომებად,
ეხლა  დიდ  პრეტენზია  აქვ
და  თავ  მიაჩნავ  ერებად.
დალევენ  ხორბლის  არაყს  და
დაბანცალებენ  მწერებად.
ვაი–ვიშ  თავის  შიგთავსით,
მისცეს  უფალმა  ფერებად.
იყვნენ,  იარონ  თუ  უნდათ,
ამინ,  რაც  შეეფერებათ.. 


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები