ნაწარმოებები


ნეფერტარის “ბედუინი“ 15 აგვისტოდან წიგნის მაღაზიებში გამოვა, მსურველებს შეგიძლიათ შეიძინოთ     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: ლუტეცია
ჟანრი: პოეზია
18 თებერვალი, 2017


მინი-ექსპრომტი შენზე

როცა სხვისი ბიჭი ხარ და
გძინავს,
როცა სხვისი გოგო ვარ და
მღვიძავს,
ვფიქრობ სხვა ცხოვრებაზე,
ალბათობაზე,
სადაც შეიძლებოდა,
ყოფილიყავი ჩემი ბიჭი,
ვყოფილიყავი შენი გოგო...
ვბრუნდები...
"ახლა აქ შენი მკლავი იქნებოდა,
შენი მხარი და მკერდი..."
ვფიქრობ და
ბალიშს მაგრად ვიხუტებ.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ლომი ვულოცავთ დაბადების დღეს