ნაწარმოებები


    * * *    

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
19 თებერვალი, 2017


Михаил Лермонтов - Выхожу один я на дорогу

მიხეილ ლერმონტოვი - დავხეტიალობ ეული მგზავრი

დავხეტიალობ ეული მგზავრი,
ბურუსის მიღმა თემშარა ელავს,
ღმერთს აყურადებს  უდაბნო ღამით,
ვარსკვლავი ვარსკვლავს ებაასება. 

ჩანს მოზეიმე ცა საკვირველი,
თვლემს დედამიწა ელვარე ცისფრად...
რად დავიმძიმე სული კირთებით?
რას გამოველი ან რა დარდი მხრავს?

საწუთროსაგან კარგს არას ველი,
არც მენანება დრო გარდასული;
თავისუფლებას, შვებას მიველტვი,
თავდავიწყება მინდა და რული!

თუმც არ მსურს ცივი სამარის ძილი...
მინდა წავთვლიმო ისეთ სამკვდრეთში,
როს სასიცოცხლო ძალით აღვსილი
ავა და ჩავა სუნთქვისას მკერდი;

სმენას დამიტკბობს სადაც დღემუდამ,
ხმა მოალერსე  დილის საარით,
ჩემ თავთან მდგომი მწვანე ბერმუხა -
იშარიშურებს და ტოტებს დახრის.

19 თებერვალი, 2017წ.



Михаил Лермонтов - Выхожу один я на дорогу

Выхожу один я на дорогу;
Сквозь туман кремнистый путь блестит;
Ночь тиха. Пустыня внемлет богу,
И звезда с звездою говорит.

В небесах торжественно и чудно!
Спит земля в сияньи голубом...
Что же мне так больно и так трудно?
Жду ль чего? жалею ли о чём?

Уж не жду от жизни ничего я,
И не жаль мне прошлого ничуть;
Я ищу свободы и покоя!
Я б хотел забыться и заснуть!

Но не тем холодным сном могилы...
Я б желал навеки так заснуть,
Чтоб в груди дремали жизни силы,
Чтоб дыша вздымалась тихо грудь;

Чтоб всю ночь, весь день мой слух лелея,
Про любовь мне сладкий голос пел,
Надо мной чтоб вечно зеленея
Тёмный дуб склонялся и шумел.

1841

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  მელ.ზ. ვულოცავთ დაბადების დღეს