ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნინა გორდაძე
ჟანრი: პოეზია
19 თებერვალი, 2017


სიესტა

მძულს ჩემი თავი...
იმის გამო რომ არ მენდობი,
იმ ეჭვის გამო,
თითქოს
არ შემეძლოს ვიზიარებდე შენს ტკივილებს...
უჩემოდ კი ვერ იყუჩებდე.

ეს იგივეა ყლაპავდე ცრემლებს,
მზის ბრწყინვალების უზიარებელთ,
ეს იგივეა რომ დაივიწყო
დრო - ცვეთა გზების ერთმანეთისკენ
და ერთადაც ნაცვეთი გზების სიკეთე.

მძულს ჩემი თავი,
შენში შემოპარული შიშების გამო,
იმ წუთების გამო
ღია კარ(ებ)თან რომ შეგაყოვნებს,
იქამდე,
ვიდრე ღრმა ძილის მანიშნებელ სუნთქვას გაიგებ...

იცი,
ამ ყოფას უმზეობას კი არ დავარქმევ,
არამედ ყოფას, როცა
აისსა და დაისს შორის
მზე არასოდეს არის ზენიტში,
ან ბანალურად - ვნების სიესტას.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები