ნაწარმოებები



ავტორი: დარინა
ჟანრი: პოეზია
22 თებერვალი, 2017


ბანალურია


მოსაღამოვდა, გამუქდა ზეცა
და ვარსკვლავები - ნათლის ხურდები
ისე მოჰგვანან უწინდელ თვალებს,
შენ რომ ხედავდე,
დამიბრუნდები.
ერთად დავთვლიდით იმ უხმო ცრემლებს,
სხვადასხვაფერი ცის ქვეშ რომ ვღვარე
და რომ არავინ არ შემიყვარა,
მეც ვეღარავინ ვერ შევიყვარე.
შენ აღარ მიცნობ
და ალბათ, ახლა,
თავის გაქნევით იშორებ ფიქრებს.
არ ღირს დაკარგულ გოგოზე დაღლა
და ეფარები ჩაბინდულ ტიხრებს.
მე სულ უბრალოდ გახსენე ახლა.
დღეს უცნაურად ჩამუქდა ზეცა,
და გულით ლექსებს ვატარებ რადგან,
დარდებსაც სულის უჯრებში ვკეცავ.
მოსაღამოვდა, ნათლის ხურდები
ღრუბლებს უჩუმრად გვერდით უვლიან.
მე? მე კარგად ვარ, ნუ შეცბუნდები,
უბრალოდ, ყოფა ბანალურია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები