ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარი მემანიშვილი
ჟანრი: პოეზია
24 თებერვალი, 2017


სტატისტიკური ერთეული თუ ინდივიდი ?!

ემიგრანტობა რომ გამომეცადა
ნუთუ მეტად მეყვარებოდა
მშიერი  ჩემი სამშობლო?

სტატისტიკა:
ყოველი მესამე იქ უცხოეთში
მოხუცს უვლის, რომ
ოჯახი არჩინოს

სახლი რომ არ მქონოდა,
ნაკლებად შემცივდებოდა
ზამთრის  ყინვიან ღამეს?

სტატისტიკა:
ყოველი მეათე
ცივ სეზონებზე
მუყაოს ყუთებზე
ძონძებში  მიწოლილი
იძინებს.
ანდა სიზმრებს აფრთხობს

ავად ვარ
ვირუსები შემომეძალა.
ფილტვებს ხრავს და
უწამლოდ ვდგავარ
რაღაც უსახურ
სამსახურად წოდებულ
უფანჯრო ოთახში.

სტატისტიკა:
ყოველი მეათე ენჩ ხუთი ენ ოთხით დაავადდება და
მათგან ყოველი მეათე
ფატალური შედეგით...
დაემშვიდობება
არა მარტო უსასოო სამშობლოს, არამედ  ოჯახს.


ჩემს სამშობლოში
ქმარმა ცოლი დანით გამოასალმა სიცოცხლეს და
შვილები სრულიად მარტო დარჩნენ,
რადგან მამა უვადო პატიმრობაშია..

სტატისტიკა:
ყოველი მეათე , ანდა ყოველი მეცხრე , ანდა ყოველი მეოცე...



თავი დამანებეთ სტატისტიკოსებო
თქვენი სამმართველოებიან ოპერატორებიან
მდივანმძღოლებიანად...


ჩვენს ქვეყანაში
სტატისტიკა უფრო ჯანსაღია
ვიდრე
სტატისტიკურად
ერთეული ინდივიდი,




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები