ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარი მემანიშვილი
ჟანრი: პოეზია
17 მაისი, 2017


დახურული სივრცე

ფარენჰეიტის ასი გრადუსი,
ორთქლი და ბუღი...
კედლებში ორნი
(ორიდან ერთი  მდედრობითია)
გაცვეთილია ქვიშის საათი
აჩვენებს ყალბ  დროს,
დროს, რომელიც, უპირობოდ,პირობითია.

კედელზე არსად  თერმომეტრი , არც ცელსიუსის.
(მხოლოდ გვირაბებს ასველებს წვიმა.)
თვალებს, ამღვრეულს, წვავს წყალბადი,
გამსკდარ გუგიდან ცრემლები ცვივა.

დგება კარს უკან, დამალული, ასაკით ხუთის
კარის ჩარაზვა,
"ენკი და ბენკი.."
თამაშივით
სუფთა და წმინდა...
ვინც გაითვალა, ის დარჩება კარების მიღმა...


ორთქლის აბანოს გაგონება  ჭრის ყურთასმენას.
(არც ახლა არის დრო თამაშის.)
აღებს კარადას, ხელის ფათურით 
სხვა ძველ ნივთებში მოიძიებს
და ქვიშის საათს გამოახვევს
დედის  კაბაში...




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები