ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კატო სექტემბრელი
ჟანრი: პოეზია
1 მარტი, 2017


ტურფავ, გაახილე თვალი

შენმა სიყვარულმა დამზრა,
მაგრადა მსურხარ თანაო.
მოდი, ჩაგიწვინო მხრებში
ქალაო ჯეირანაო.

ცქერით გაახელებ ნადირს
ღვთისგან აგიღია ვალაო.
ნუღარც გამიმართავ ნადიმს
ოღონდ მომანათე თვალაო.

კრძალვას გააცილებს ღამე,
თმები გაიშალე, ქალაო.
მოდი, დაგაბრალო რამე.
რომ მზის ამოსვლამდის გთვალაო.

მოველ, დამიბრუნე ვალი.
ღია დამიტოვე კარაო
ტურფავ, გაახილე თვალი,
თმებიც გაიშალე, თანაო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს