ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2017“. ნაწარმოებების მიღების ბოლო ვადაა 20 სექტემბერი     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: ვალე
ჟანრი: საბავშვო
3 მარტი, 2017


***

მწვანე ეზო.
შემოღობილი, მაგრამ თბილად.
პატარა მოცისფრო სახლი შუა ეზოში - წყნარი.
გარშემო ბაღი - ყვითელი - შემოდგომაზე, თეთრი  ლაშქარი - ზამთარში; მწიფე ტალღები - გაზაფხულზე და ზაფხულზე კი - ჟრიამულისფერი...
სახშლი ბაბუ, სახლში ბებო, სახლში მამა, სახლში დედა, სახლში შვილი: ბიჭი შვილი, გოგო შვილი, ბიჭი ჩვილი შვილი, გოგო ჩვილი შვილი...
,
ნაცრისფერი ეზო.
შემოღობილი, ესეც თბილად.
ოღონდ, პატარა ნაცრისფერი სახლი შუა ეზოში - ჩუმი.
გარშემო ბაღი - შიშველი - შემოდგომაზე, თეთრი ჭაღარა - ზამთარში, ლაპლაპა ტბა - გაზაფხულზე და ზაფხულზე კი - დამაშვრალისფერი...
სახლში ბაბუ, სახლში ბებო...
,
მწავანე-ნაცრისფერი ეზო.
შემოღობილი, უკვე ორმაგად დბილად.
პატარა მოცისფრო-ნაცრისფრო სახლი შუა ეზოში - მშვიდი.
გარშემო ბაღი - ...
...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები