ნაწარმოებები



ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
3 მარტი, 2017


დ ღ ე დ ე დ ი ს

მერე  რა,
რა  რომ,
დღეს  აღარ  ვარ,  უკვე  პატარა,
მახსოვს კარგადაც,
ტკბილი  ზრუნვით,
დედამ  ხელით,  დიდხანს  მატარა.
მუდამ  მჭირდება,
ზედ  მადნება,
ძველებურად,  სულის  წამალად.
მერე რა,
არ  ვარ,
მკერდში  დედის  გადასამალად.
მერე  რა,
უკვე,
რომ  ვისწავლე  რაღაც  სხვაგვარად.
მერე  რა,
უკვე,
რომ ვიპოვე სხვა გზა  სავალად.
და  თუკი,
ყოფნას
გემო არ  აქვს მწიფე  მაყვალის.
ამიტომ,
მინდა,
გზა  დედისკენ  ლოცვით  ნაზამთრალს..
მერე  რა,
თუ დგას,
დროც,  თავის  გზით  გარდამავალად.
ხალისი,
დედას,
ის  ხომ  მზეა  ამომავალად.
ახლავ,
დალოცე,
ღვთიმშობელო  დედა  ალალად.
დედის
დღეს  ასჯერ,
დაასწარი  სიბრძნით  მავალად.
შემო
მესია 
სევდა  ახლაც  მცირე  ამალად.
ესე
ნაფიქრი,
გულში  გრძნობამ  კრძავით  ჩამალა.

/////////////////////////////////////////////////////////

ისე  მცირე  ვარ  შენი  ნაწილი,
როგორც, მაგ  შენი ხელების  ჩერო.
ერთი  ნამცეცი  ვარ  და  ვიქნები,
რაც  უნდა,  როგორც  არ  უნდ  ვწერო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები