ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიო ზედვაკელი
ჟანრი: პოეზია
16 მაისი, 2017


რა პატარა ყოფილა

რა  პატარა  ყოფილა  ის  მდინარე,  მე  რომ
ვეებერთელა  მახსოვდა,სოფლის განაპირა.
თხუთმეტი  წლის  ვიყავი  ქალაქიდან  ქერო,
ქერა  გოგომ დაიდო მეზობლისას  ბინა.
ყვირილამდე  რა  მაკლდა  მყვირლობისას  ირემს?
-მივეპარე  ერთ  დღეს და  კოცნა  დავუპირე.
მისი ბიძაშვილების  წყრომის  გავხდი  წერა
და  რიყეზე  ვეძებდი  ძირს  დაცვენილ კბილებს.
რა  პატარა  ყოფილა,  არა და  მე  რა  დიდ
ბაღად  მახსოვს ის  ბაღი,ვერ ვივიწყებ დღემდე:
ერთ  ღამეს  რომ  მოვკრიფე  ას  რაღაცა  ვარდი,
მერე  ფიროსმანივით ოქროს ეტლზე შევდე.
რა  პატარა  ყოფილა ,ჩემი დიდი  მამა,
დღეს  კი...დღეს  კი დაუსვეს დიაგნოზი ,,შაქრის,,
და დილიდან ისეთმა  შიშმა  აიტანა,
ცახცახებს და შიშიშგან ლამისაა  გაქრეს.
რა  პატარა  ყოფილა ქართლის  ველი დიდი,
ერთ საათში  დავფარე  ჩემი მოტოციკლეტით.
რა  პატარა  ყოფილა ეს  ცხოვრებაც  ფლიდი,
დაბადების  დღიდან  რომ რუდუნებით  ვიკვლევდი.









კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები