ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2017“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: მაგდალენა ბეი
ჟანრი: პოეზია
4 მარტი, 2017


უხმოდ ჯვარდაწერილთათვის

ვერ დავაღამე ეს თვალები,
ვერ დავღალე.
იღვიძებს სხივი.
ღვივდება და მეხვევა მკლავზე,
მოღეღილ მხარზე,
ოქროსფერი ბედის სურვილით.

ვიდექი და წყურვილი მკლავდა.
მკლავდა წყურვილი.
დამლევდა ვერვინ.
ჭაობისფერი მეცვა კაბა
და ნისლი იდგა ქარვისფერი
გზაზე ნოემბრის.

მსურდა ამინდი
სადედოფლო დღეების მსგავსი.
ბედ-იღბალს ვსურდი,
თავისთვის ვსურდი.
სასურველს კი
არაფრით ვგავდი.

გარეთ კი დარდი
დაბრუნების ამხელდა სურვილს
(მონატრება ვერცხლისფერია)
და რა ხანია, პარმაღზე ზამთრის,
პირველი თოვლიც დადებულია.

ვერ დავაღამე...
ეს თვალები გადახსნილი დარაბებია...
საბნის ბოლოში ჩურჩულებს ბედი,_
"დიდებულია, დიდებულია".

2016

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  რ_____ო_____ი ვულოცავთ დაბადების დღეს