ნაწარმოებები


რიგით მეოთხე სასკოლო ოლიმპიადა მხატვრულ წერაში. ნებისმიერი საფეხურის მოსწავლეთათვის     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: ქეთიკა
ჟანრი: პროზა
14 აპრილი, 2017


გ ა ო რ ე ბ ა ( XIX თავი - დასასრული)

  11 ივლისი. სამსახურში წასვლის წინ სანამ გიორგი მოეხვეოდა თეოს, მან დაასწრო და გულში ჩაეკრა, მერე საფეთქლები და თვალები დაუკოცნა ქმარს. ძალიან უყვარდა თეოს მის სახეზე კოცნა. განსაკუთრებით თვალებზე რომ კოცნიდა ის მოსწონდა. თმებში ხელები შეუცურა და ხანგრძლივად ჩამოეკიდა ტუჩებზე.
- მიყვარხარ გიო. იცოდე, რომ ძალიან მიყვარხარ.
- მეც ჩემო გოგო, მეც. არ მოიწყინო, მალე მოვალ. ეს კვირაც და წავიდეთ მერე სადმე ერთად დასასვენებლად.
  გიოს წასვლის შენდეგ, ერთ საათში თეოც გავიდა სახლიდან. სალონში გაიარა და მერე ჯოისთან წავიდა.
  ორი საათი სრულდებოდა, ჯოისთან რომ მივიდა. კარი თავისი გასაღებით გააღო და ეს გასაღები იქვე, დაბალ საკიდზე ჩამოკიდა. ამასობაში ჯოი გამოვიდა საძინებლიდან. თეო რომ დაინახა, ჯერ ვერ იცნო, მერე კი რომ მიხვდა რაშიც იყო საქმე, სისხლი ძარღვებში გაეყინა. ხმა ვერ ამოიღო. ხან თეოს უყურებდა ხან იმ პატარა გორგოლაჭებიან სამგზავრო ჩანთას მის ფეხებთან რომ იდო. თეო მიუახლოვდა.
- რა მოხდა, რატომ გააკეთე ეს? - ჯოიმ ინსტიქტურად თავზე ხელი გადაისვა, მერე ლოყებზე ჩამოისვა, შიშმა ერთიანად დარია ხელი.  შესცივდა და ააკანკალა. თეომ ტუჩებზე მუშტი მიიფარა, შეეცადა გაეღიმა, მაგრამ  ისეთი მწარე ღიმილი გამოუვიდა, ცრემლები გადმოაყოლა თან.
- ჯოი, მეტი აღარ შემიძლია. უნდა წავიდე. - ჩაიმუხლა მის წინ და აღარ უცდია ცრემლები დაემალა.
- სად მიდიხარ? - პაუზის მერე კითხა ჯოიმ.
- ჩემს დასთან, საფრანგეთში.
- დიდი ხნით?
- სულ.
- არ გაგიშვებ! - თავი ჭირვეულად გააქნია ჯოიმ. - ჩემთან დარჩი. აქ დარჩი, ვერავინ გნახავს, დაგმალავ... ოღონდ ნუ წახვალ
- არა ჯოი, ვერ დავრჩები...
- თმა რატომ შეიჭერი თეო?
- მინდა რომ შენ დაგიტოვო. - თეომ ხელჩანთა გახსნა და თავისი გრძელი, კონებად შეკრული დალალები ამოიღო. - ეს შენია ჯოი, შენ გეკუთვნის. ამით ვერ წავიდოდი... რამდენი ხელს მოვკიდებდი, იმდენი შენ გამახსენდებოდი და დავიტანჯებოდი იმის გამო რომ მიგატოვე. - თეო თან ტიროდა, თან თავის თმებს ჯოის კალთაში უდებდა. - ეს შენია ჯოი, შენ გეკუთვნის. რაც გინდა ის უქენი, თუ გინდა გადაყარე, თუ გინდა მოეფერე რომ მოგენატრები... მაგრამ მე მირჩევნია გადაყარო და ახალი ცხოვრება დაიწყო...
- ახალი ცხოვრება დავიწყო?
- ხო ჯოი... შენ ყველაფერს შეძლებ. გამოგივა სრულფასოვანი ცხოვრებით იცხოვრო.
- უშენოდ როგორ უნდა ვიყო სრულფასოვანი?
- გამოჩნდება ვინმე.
- ვინ ვინმე?
- ვინც შენ სრულფასოვანს გაგხდის. მე ვერ შევძლებ შენს გაბედნიერებას.
- მე შენ მიყვარხარ თეო.
- ვიცი.
- შენი ქმარი გიშვებს?
- არ იცის, წერილი დავუტოვე.
- როდის მიდიხარ?
- ამღამ, 12 რომ თენდება.
- 12 რომ თენდება... მეცხრე 12.
- ხო მეცხრე 12. - ორივე ჩუმად იყო, სათქმელი აღარაფერი ჰქონდათ. სიჩუმე იყო მათი კავშირი, ახლა სიჩუმე მეტს ამბობდა, ვიდრე სიტყვები იტყოდა. უყურებდნენ ერთმანეთს და ჩუმად უსიტყვოდ საუბრობდნენ. „მეცხრე 12“... ბოლოს ჯოი გამოერკვა.
- გაგაცილებ.
- აეროპორტში წამოხვალ?
- ზურას დავურეკავ და წაგვიყვანს. მე გაგაცილებ...
- კარგი, გამაცილე. - თბილად გაუღიმა თეომ.
- რომელ საათზე მიფრინავ.
- ოთხზე.
- ესეიგი ოთხის ნახევარზე უნდა ვიყოთ იქ. სამზე უნდა გავიდეთ სახლიდან. სამამდე დრო მაქვს.
- რას აპირებ?
- ყოველი წუთის და წამის გამოყენებას ვაპირებ.
- როგორ? - ცხვირში ქსუტუნით ჰკითხა თეომ. ჯოიმ არაფერი უპასუხა, სახეზე შერჩენილი ცრემლები თითებით შეუმშრალა, მკლავებში მოკიდა ხელი და წამოაყენა. ნელი მოძრაობით შეაბრუნა მისკენ ზურგით, კალთიდან მისი თმები ძირს გადმოყარა და ბიძგით მუხლებზე დაისვა, მკერდზე მიიყუდა, თავი უკან გადააწევინა და მხარზე დაადებინა, მერე სავარძლის ბორბლები უკან დაატრიალა და საძინებელში შევიდა. საწოლს გადასაფარებელი ერთი ხელის მოსმით გადააძრო, მაქსიმალურად ახლოს მივიდა, გვერდულად დაუდგა საწოლს, სავარძლის ბორბლები დაამაგრა, სახელური შემოხსნა, თეო ძლიერი ხელებით აიყვანა და ლოგინზე დააწვინა. მიხვდა თეო ჯოის ჩანაფიქრს, საწოლის შუისკენ გაიწია და ადგილი ჯოის გაუთავისუფლა. რაც არ უნდა მოენდომებინა, წინააღმდეგობას არ გაუწევდა, ყველაფრის უფლებას მისცემდა იმიტომ, რომ ეს ბოლო დღე იყო და ეს დღე ჯოის ეკუთვნოდა. მეტჯერ შეიძლება ვეღარც ენახა... ჯოი გვერდით მიუწვა, თავი ხელს ჩამოაყრდნო და მის ლამაზ სახეს მიაჩერდა. აკვირდეოდა და ზომავდა, თითქოს თითოეული ნაკვთის დამახსოვრებას ცდილობდა. დაბალზე შეჭრილ თმაზე ხელი გადაულვა, ეუცნაურა, ჩვეული იყო მოლივლივე დალალებში თამაშს. შუბლიდან საფეთქელს გადაუსვა, საჩვენებელი თითი, ჩამოყვა ყვრიმალს და თვალთან წრე შემოხაზა. სახის მეორე მხარესაც იგივე მოძრაობა გააკეთა, შემდეგ ცხვირს გაავლო თითით ვნების ბილიკი. თეო გაუნძრევლად იწვა და თვალები დაეხუჭა, ხანდახან გამოხედავდა ჯოის და თვალებში აშტერდებოდა. თითქოს ეშინოდა კიდეც მისი, მაგრამ მაინც არ იმჩნევდა, გული გამალებით უცემდა. იწვა და ელოდა. ჯოის სუნთქვა დამძიმებოდა. სისხლი ერთბაშად მოაწვა სახეზე, გაუწითლდა კიდეც ლოყები, მღელვარებისგან და ვნებისგან შუბლზე ოფლის წვეთები გამოუვიდა. ერთი ხელის გულზე თავისი ლოყა ედო, მეორე კი თეოს ლოყისთვის მიედო. ასე თითქოს ერთნი იყვნენ. თითქოს გამთელებული ორი ნატეხი იყო, რომელიც ერთმანეთს ზუსტად მოერგო, მაგრამ არ იყო ერთი ნივთისგან ჩამოტეხილი. განგებამ, თუ გაუგებრობამ გადაკვეთა მათი ცხოვრების გზები და ერთ მთლიან არსებად აქცია. სინამდვილეში არც თვითონ იყვნენ ერთმანეთის ნაწილები და არც მათი ერთობლივი ცხოვრება იყო მათი. ჯოი ხვდებოდა თეო ამას რატომ აკეთებდა. ჯოი იმასაც კარგად ხვდებოდა, რატომ მიდიოდა თეო ქვეყნიდან. კარგად ესმოდა რატომ გარბოდა. არ ნანობდა ჯოი, დროის უკან დაბრუნება რომ შეძლებოდა, იგივეს გააკეთებდა. თუნდაც ამის გამო მომკვდერიყო, არ იდარდებდა, ეს თავგადასავალი სიკვდილად ნამდვილად ეღირებოდა. ჯოიმ მისი წყალობით იგრძნო ნამდვილი სიყვარულის ძალა, მიხვდა რა იყო ნამდვილი ვნება, განიცადა და იტირა კიდეც მის გამო. ცხოვრება ამად ნამდვილად ღირდა. მაგრამ ყველაზე ცუდი აწი იწყებოდა. ჩვეულ ნეტარებას რომ ვეღარ იგრძნობდა საყვარელი ქალის შეხებისგან, ჯოი საშინლად დაიტანჯებოდა. არ გაამტყუნებდა, არც დაადანაშულებდა თეოს წასვლის გამო, არც იმას ეტყოდა, რომ მიატოვა. არა! თეოს თავისი თავი და თავისი ცხოვრება უნდა ეპოვა. ამიტომ გაუშვებდა მას. გაუშვებდა და დაიმახსოვრებდა, გულში თავისთვის ძალიან ღრმად ჩაიტოვებდა მის სიყვარულს და გონებაში მკვეთრად ჩაიბეჭდავდა მის სახეს, მუდამ რომ ხსომებოდა და სულ თან ჰყოლოდა... მარჯვენა ხელის ცერი თითი გადაუსვა ქვედა ტუჩზე, მერე ზედა ტუჩის კონტურიც მოხაზა. ნიკაპს ორი თითი შეახო და ჩამოუწია, თეოს ტუჩები გაეპო და თვალები გაახილა.
- გაიღიმე თეო, გამიღიმე. - თეოს ფართო ღიმილმა გაუნათა სახე. - გიხდება ღიმილი, სულ უნდა იღიმო. - თეოს არაფერი უთქვამს, ღიმილი სევდიან მიმიკაში გადაეზარდა. მასაც გული სწყდებოდა, რომ ჯოის ვეღარ ნახავდა. ოღონდ არა სინანული, სინანული არ სჭირდებოდა ჯოის, ასეთ ნოტაზე არა დაასრულებდა ამ ურთიერთობას. ერთბაშად მოხვია ხელი მხრებზე, თავისკენ მიიზიდა და გულში ძლიერად ჩაიკრა. ძლიერი ხელები მარწუხებივით მოხვია, მერე მისი კეფა ხელის გულით თავის კისერთან მიიტანა. რომ შეძლებოდა გულში ჩაისვამდა, თითქოს ცდილობდა თავის სულში შეეყვანა ისე ძლიერად იხუტებდა. მის სუნს ხარბად ყნოსავდა და იმახსოვრებდა. რას შევადაროო ერთი გაიფიქრა, მაგრამ შესადარებელი ვერაფერი ნახა. ყველა სუნზე მეტად ძვირფასი და სასურველი იყო თეოს შინაგანი სურნელება. კისერში ცხვირი ჩარგო ჯოიმ და გაირინდა. სულ ოდნავ დაძაბული თეო მინდობილი და ჩახუტებული იყო ჯოისთან, არაფერზე არ ფიქრობდა. არც მომავალზე არც იმ შიშზე, რომელითაც ახალი ცხოვრების დაწყება ეშინოდა. აქ მხოლოდ აწმყო იყო, მხოლოდ ჯოის ეკუთვნოდა ეს წუთები და ამას არაფრით არ გაუფუჭებდა. ძვირფასი იყო მისთვის ეს კაცი, მიეჩვია და მიენდო მთელი ეს დრო. მთელი ცხრა თვე. საკმაო დრო იყო საიმისოდ, რომ შეყვარებოდა კიდეც. რადგან ჯოისთან მოვიდა ახლა, მაშინ, როცა საყვარელ ქმარს მხოლოდ წერილი დაუტოვა, ეს ალბათ იმის ნიშანი იყო, რომ უყვარდა. ხო. ალბათ უყვარდა. რომ არ ყვარებოდა, ორივეს არ გაექცეოდა. უბრალოდ ქმართან დარჩებოდა. მან კი გიორგიც მიატოვა ჯოის გამო. თვლიდა რომ ეს სამართლიანი გადაწყვეტილება იყო. და მერე, რა მოხდებოდა მერე, გიორგი არ გაუშვებდა მას. ალბათ არ მისცემდა წასვლის საშუალებას, ერთხელ გაუმხილა თეოს, ხუთასჯერ რომ გამექცე, ხუთასჯერვე გამოგეკიდები ისე მიყვარხარო.. ჩააკითხავდა იქ სადაც იქნებოდა, მოძებნიდა და მივიდოდა მასთან, შეიძლება ეჩხუბა კიდეც, მაგრამ მაინც არ გაუშვებდა, გულში ჩაიკრავდა, მოეფერებოდა, მერე ხელს მოკიდებდა და დააბრუნებდა. მაგრამ თეო საქართველოში აღარ დაბრუნდებოდა...
  ჯოის თითების შემდეგ, ტუჩების ჯერი დადგა. ახლა ტუჩებით უნდა ეგრძნო ყველა ის ადგილი, რასაც ცოტა ხნის წინ თითებით ეხებოდა. საფეთქლებიდან დაიწყო და მხურვალებისგან გამშრალი ტუჩებით ყველა ნაკვთი დაუკოცნა, ბოლოს კი ხანგრძლივად დაეწაფა ტუჩებში და ვნებამოძალებული, მთლიანად გადაეშვა სიამოვნების მორევში. თავისებური ემოცია გამოიწვია თეოში ამ კოცნამ და ჩახუტებამ, სრულად გადავიდა მასზე ჯოის ძლიერი სიყვარული, მისი გრძნობა გადაედო და გაიზიარა, ასეთი სიყვარული და ვნება არასდროს უგრძვნია მას ქმრისგან, არასდროს უფიქრია რომ გიო მის სულში ჩასმას ცდილობდა, არასდროს მიუხუტებია ისე ძლიერად გულზე, როგორც ამას ცოტა ხნის წინ ჯოი აკეთებდა. ახლა გიორგიზე არ უნდა ეფიქრა, თორემ ყველაფერს გააფუჭებდა. ჯოიმ მარჯვენა ხელი მუცლიდან ზურგისკენ, წელის გავლით გადაუსვა, ზურგზე მაისურის ქვეშ შეუძვრა მგრძნობიარე თითებით და ლიფის შესაკრავს მისწვდა. თითებში მიიმწყვდია გამოსწია, მაგრამ ვერ გახსნა. გაეღიმა, ამას პირველად აკეთებდა, არც ისე ადვილი ყოფილა, როგორც წარმოედგინა. მეორე ხელი მიაშველა და სწრაფად გახსნა. თეო არ იძვროდა, თვალები დახუჭული ჰქონდა და ჯოის მკერდს ეკვროდა. ჯოის ხელი კი მის ზურგზე დაცურავდა, ხავერდივით რბილი კანი აგიჟებდა ჯოის, ვნების ცეცხლს სულ უფრო უკიდებდა, ისევ წელს გამოუყვა მისი თითები და მუცელზე წრიული მოძრაობებით ფიგურების ხატვა დაიწყო. ნელ-ნელა მოიწევდა წინ და ყვითელ მაისურს ზემოთ ეწეოდა. ადვილად შეძვრა ლიფის ქვეშ და სავსე მკერდის ქვედა ნაწილს საჩვენებელი თითი გააყოლა, პატარა მკერდი ქონდა თეოს, ისეთი კაცის ხელისგულზე რომ დაეტეოდა, პატარა მაგრამ სავსე. მკერდზე შეხებისას შეკრთა თეო. პირველად ეხებოდა სხვა მამაკაცი. თითქოს უკან გაიწია კიდეც, მაგამ მალევე მოეშვა. ტაომ დააყარა მთელს ტანზე, ათრთოლდა, სუნთქვა დაუმძიმდა, შეხებისას ძუძუსთავები დაებერა. ჯოის ხელების წრიულმა მოძრაობამ თავბრუ დაახვია. მერე იგრძნო, რომ მაისური გადაევლო თავს ზემოთ, ბეჭები რომ გაუნთავისუფლდა ლიფის ბრეტელებისგან, აღარც გაკვირვებია. ჯოის წინაშე რომ შიშველი დარჩა, სირცხვილი იგრძნო. მიუხვდა უხერხულობას კაცი, მაშინვე თავისკენ მიიბრუნა და მიიხუტა. თეომ ახლა მის მაისურს მოკიდა ხელი და ამოქაჩა, ჯოი წამოიოწია და მიეხმარა მისთვის მაისური გაეხადა. მკერდზე ამოსულ თმებზე ხელი გადაუსვა თეომ, მერე კისრისკენ წავიდა მისი ხელის მოძრაობა. ჯოიმ თვალები დახუჭა და ნეტარების ბურუსში ჩაიძირა. ყელში კოცნიდა თეო და ყურისკენ მიიწევდა. ეს პირველი შემთხვევა იყო თეო ალერსში რომ აქტიურობდა. ყურს მისწვდა, თითქოს რაღაც უჩურჩულა, ჰაერი ჩაბერა მერე კი მსუბუქად უკბინა ყურის ბიბილოზე... ჯოიმ ემოცია ვერ შეიკავა და სიამოვნების გამომხატველი ბგერები ამოუშვა... ჯოისთის ძალიან ბევრი იყო ის ალერსი, რასაც ახლა თეო მისთვის იმეტებდა. პირველი იყო და მისდა სამწუხაროდ ბოლოც. შეგრძნება იმის, რომ თეო მხოლოდ კი არ იღებდა მისგან ალერსს, არამედ საპასუხოდაც გასცემდა მის საამებლად, იყო ორმაგად, სამმაგად კიდევ უფრო მეტად სასიამოვნო... სახიდან კოცნით კისერს და მკერდს ჩამოუყვა ჯოი, წელზე ხელები შემოხვია და თავი მკერდში ჩაფლო. ეფერებოდა და კოცნიდა ნაზად, ნეტერების ჟრუანტელი უვლიდა, თანდათან სხეულის შიგნიდან, თითქოს უგრძნობი ფეხებიდან თრთოლვა მოდიოდა... მოდიოდა და მოდიოდა, ზვირთდებოდა, იმატებდა, ცოტაც და სრულად დაიპყრობდა მთელს სხეულს და გარეთ გადმოიღვრებოდა... თეოც თრთოდა, ვეღარ ერეოდა თავს, თვალი გაახილა და ვერაფერი გაარჩია, ირგვლივ ბურუსი იყო, იისფერი ბურუსი... იისფერ ბურუსში დაცურავდა ჯოიც, მისი ხელი თეოს მუცელზე დასრიალებდა, ჯინსის შორტს სათავე გაუხსნა და ლამაზ ფეხებზე მოფერებით ქვემოთ ჩააცურა, ნელა მისრიალებდა ხელი და ნელა ჩადიოდა შარვალი ქვევით, ბოლოს ფეხსაცმელებთან ერთად გახადა და იატაკზე მოისროლა... უდიერად გადასროლილ თხელ გადასაფარებელს მოკიდა ხელი ჯოიმ.  ორ თითში მოიქცია და ფეხზე ნაზი მოფერებით ზემოთ წამოსწია, თან გადააფარა, ქვედა საცვალთან შეჩერდა და გვერდიდან თითებით მასში შეღწევა სცადა, მაგრამ თეომ სწრაფი მოძრაობით დაიჭირა მისი ხელი და მეტზე აღარ გაუშვა. ჯოი გაჩერდა, ცოტა გულიც დაწყდა, მაგრამ რას იზამდა, თეოს საწინააღმდეგოს ის არასდროს გააკეთებდა. მერე თვითონაც გაიხადა თხელი სპორტული შარვალი და გადასაფარებელში შეძვრა. ისევ მიიხუტა ქალი, წელზე ხელები მოხვია და მკერდზე დაიწვინა... ჯოი გაირინდა. თეო ისე იყო მოდუნებული, მალევე ჩაეძინა. ეს საოცარი წუთები არასდროს დაავიწყდებოდა ჯოის, ისევ ყნოსავდა და ნელი, ნაზი შეხებით ეფერებოდა.
  ერთ საათს ეძინა თეოს, ჯოის რა დააძინებდა, ძილში როგორ დაკარგავდა დროს. გაუნძრევლად იწვა და ელოდა როდის გაიღვიძებდა... ახალგაღვიძებული ქალი ისევ ვნების ბურუსში გაახვია ჯოიმ. დაუსრულებლად კოცნიდა და ეფერებოდა...
  ამასობაში საათი 9-ს უახლოვდებოდა. თეომ თვალი გაახილა, გამოერკვა. თავი წამოსწია და ღიმილი შეანათა ჯოის.
- მომენატრები ჯოი, მართლა. - შუბლთან აბურძგნულ თმაზე ხელი გადაუსვა. - ძალიან სიმპათიური ხარ. მომწონხარ. - ჯოიმ საპასუხოდ მხოლოდ გაიღიმა. - მომწონს შენი ძლიერი მკერდი და ხელები, შენთან მშვიდად ვარ. ვიცი რომ შენს გვერდით ყოველთვის დაცული ვიქნები. ვიცი რომ ყოველთვის გამიფრთხილდები. მიყვარხარ ჯოი, მიყვარხარ, მაგრამ უნდა წავიდე... უნდა გამიგო... შენ მაინც ხომ იცი როგორი ვარ?!
- ვიცი საყვარელო, ვიცი. მინდა, რომ ბედნიერი იყო. სადაც არ უნდა იყო, ყველგან მინდა რომ კარგად იყო. თუ გენდომება, შენთან ვიქნები სულ, მთელი ცხოვრება შენს გვერდით ვიქნები, რეალურად თუ ვირტუალურად ყოველთვის შენს გვერდით ვიქნები. ოღონდ დამიძახე და მაშინვე შენთან გავჩნდები. - თეოს გულზე მძიმედ მოედო ეს სიტყვები. ვერ დაუძახებდა. უკვე ვეღარ დაუძახებდა...
- მითხარი ჯოი, რატომ მე? სად მიპოვე?
- რომელიღაც ღონისძიებისთვის გამომიგზავნე შევსებული აპლიკაცია, იქ ფოტოც იყო, ტელეფონის ნომერიც და ფოსტის მისამართიც. მაშინ მომეწონე. შენი თმა მომეწონა ძალიან. რაღაცნაირად გული წამოვიდა შენსკენ.
- ასეც ვფიქრობდი. მივხვდი, რომ მასე გყავდი ნაპოვნი.
- გამიმართლა, ალბათ, ბედი იყავი ჩემი და იმიტომ მოგაქციე ყურადღება, მერე ფეისბუქზეც მოგძებნე და მომეწონე.
- ბედი ვიყავი?!
- შენ ჩემი ცხოვრება შეცვალე. - თეოს სათქმელი მეტი არაფერი ჰქონდა და შექმნილი სევდიანი განწყობა რომ გაეფანტა ტუჩებზე დაეკონა. მერე კი უთხრა:
- წამოდი რამე მაჭამე, თორემ შიმშილით ვკვდები. - ჯოი წამოდგა, შარვალი უცბად ამოიცვა და მოხერხებულად გადაჯდა სავარძელში. მაისური არ ჩაუცვამს, ლამაზი ტორსი ჰქონდა და თავს იწონებდა. თეოს გადასაფარებელი მიეფარებინა მკერდზე და ისე უყურებდა. მართლაც ძალიან ლამაზი მამაკაციაო ფიქრობდა, დაკუნთული მკლავები და მუცელი ძალიან მიმზიდველად გამოიყურებოდა. სწორი ცხვირი, სევდიანი დიდი ყავისფერი თვალები და მოგრძო მსხვილი ტუჩები ძალიან ლამაზ შესახედაობას აძლევდა. ახლად ამოსული წინა დღის გაპარსული წვერიც ძალიან უხდებოდა.
- ჯოი...
- რა?
- შენ ძალიან სიმპათიური ხარ.
- მადლობა.
- მინდა რომ ბედნიერი იყო... შენ აუცილებლად იქნები ბედნიერი, აი ნახავ.
- ხო თეო, ადექი. - ჯოი გავიდა მისაღებში და ტელეფონით ძმას დაურეკა. სთხოვა თეოს გაცილებაში დახმარებოდა.



12 ივლისი. ღამის სამი საათისთვის ზურა მოვიდა. ჯოი და თეო მას ელოდებოდნენ. ოთხის ნახევრისთვის აეროპორტში მივიდნენ. ზურა დაეხმარა ძმას მანქანიდან გადმოსვლაში. შემდეგ თეოს ხელი გაუწოდა და უთხრა.
- მადლობა თეო.
- რისთვის? - გაუღიმა თეომ.
- იმისთვის, რაც ჩვენთვის გააკეთე.
- ყველაფერი კარგად იქნება. - ხელი გაუწოდა და ჩამოართვა, გაუღიმა გულიად და გაშორდა.
- ბედნიერად თეო. - ხელი დაუქნია ზურამ.
-        ბედნიერად. - თეო ჯოისკენ წავიდა, გვერდით გაყვა და ერთად შევიდნენ მოსაცდელში. დრო აღარ იყო... თეო ჩაიმუხლა და გამომშვიდობების ნიშნად მოეხვია. მერე ლოყაზე აკოცა და გაიმართა.
-        წავედი ჯოი. თავს გაუფრთხილდი. - ჯოის არაფერი უთქვამს. თეო წავიდა...
-        თეო! - გაუაზრებლად უცბად მოსწყდა პირს მისი სახელი. თეო გაჩერდა და მობრუნდა, - ჩამოვალ მე შენთან. - თავისდაუნებურად წამოიძახა ჯოიმ.
-        ჩამოდი. - გაუღიმა და უკუსვლით წავიდა თეო.
-        მართლა ჩამოვალ თეო.
-        მართლა ჩამოდი ჯოი. - თეო იღიმოდა და თან უკან - უკან მიდიოდა. შორდებოდა...
-        ჩამოვალ და იქაც ისევე ვიმუშავებ, როგორც აქ. - ჯოიმ ხმას აუწია. - გესმის თეო? ჩამოვალ შენთან და ერთად ვიცხოვროთ!.. - თეოს აღარაფერი უპასუხია, შეიძლება აღარც გაუგია მისი სიტყვები, შეტრიალდა და გაუჩინარდა.
  თეო აღარ ჩანდა...
  თეო წავიდა...
  ჯოი კი იჯდა და იმ კარს მისჩერებოდა, რომლის მიღმაც თეო მიიმალა, მერე უკან გამოყვა იატაკს, თითქოს თეოს ნაკვალევს ეძებდა იქ. მაგრამ აღარც თეოს ნაკვალევი იყო სადმე და აღარც თავად თეო. თითქოს ეს ლამაზი სიზმარი იყო და დასრულდა - ჯოის გამოეღვიძა. ან იქნებ ზღაპარი იყო და უკვე ბოლომდე ჩაიკითხა...
იჯდა ჯოი თავის სავარძელში და სივრცეს გაჰყურებდა, ერთბაშად დაცარიელდა მისი სამყარო. თვითონ კი მარტო დარჩა...
  თეო აღარ იყო...
  თეო წავიდა...




                                                                                    დ      ა      ს      ა      ს      რ    უ    ლ    ი

                                                                                                                                                                                                                            ქეთევან ბარნაბიშვილი
                                                                                                                                                                                                                                                იანვარი 2017
                                                                                                                                                                                       

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები