ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარი მემანიშვილი
ჟანრი: პოეზია
19 მარტი, 2017


ჩემი ლოდინი

გათენებამდე გაღვიძება  და
ჩემი პირველი სიტყვა:

"ლოდინი  დამთავრდა
ახლა სიმშვიდის  დროა.
უკვე წაიღო ტკივილმა
რაც წასაღები იყო.
ხოლო რაც მისგან დარჩა
უკვე ჩემშია და მინდა.

გადაეფარება  ბინდი
იმ დროს, იმ ტკივილის
ნარჩენს
ნებისყოფა კი შემოგაცლის
აქერცლილს , ახორკლილ
დარდებს."


ლოდინის დამთავრება
ვიცი
მომიტანს სიმშვიდეს და
მარგებს...

და როცა  გადაწყვეტ  რომ
დამთავრდა...
იმ დილით,
ზუსტადაც იმ დილით
შეხედავ, შენსკენ დგამს ნაბიჯს.
აბა შეძელი და  დაივიწყე...
ან
ატმის ყვავილივით არ აფეთქდე

















კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები