ნაწარმოებები


ახალი კონკურსი “ლილე-2020“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე: ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლილე-2020     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1519     * * *    

ავტორი: რ_____ო_____ი
ჟანრი: პოეზია
15 მარტი, 2017


ძველ მოტივებზე

I

ცას ნოემბერი აქვს თარიღად,
ირხევა წვიმათა ფარდები,
მე: "იცი, მიყვარხარ რარიგად"?
შენ: "რა ვქნა? არ შემიყვარდები"!

ზვრებს ქარის ფეხის ხმა მოესმათ.
ჩურჩული. შრიალი. იფნები.
მე: "ერთად ვიქნებით ოდესმე"?
შენ: "რა ვქნა? შენთან ვერ ვიქნები"!

მარტია, მარტის საღამოა,
კვირტს ასლოკინებენ ტოტები,
მე: "მალე, სულ მალე ჩამოვალ".
შენ: "რა ვქნა? ვერ დაგელოდები"!

II

შენი თმის სუნი აქვთ გვირილებს,
(იქნება ქვის გული მოგილბა)
მე: "სამი შვილი მყავს, ირინე",
შენ: "რა ვქნა? მე არ გავთხოვილვარ"

ცას ნოემბერი აქვს თარიღად,
ცრემლები. პაუზა სიტყვათა,
მე: "იცი მიყვარდი რარიგად"?
შენ: "რა ვქნა?... - მე ახლაც მიყვარხარ"!


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები