ნაწარმოებები



ავტორი: ჯანა
ჟანრი: თარგმანი
20 მარტი, 2017


ჯალალ ედ-დინ რუმი - ყაზალი

სული ხარ და სულისდგმა და სულის რხევას ზედ ადნები;
ღირსი ხარ და მყავხარ ყანდად, ამ კბილ-ბაგეს ენატრები;
რაღაც „ის" ხარ, უცხო ცის ხარ, მაგრამ მე რას მემართლები?
მეუფე ხარ ამ სულის და ჩემს სიყვარულს ეკადრები;
ამ თვალების ჩინი ხარ და ნათელი ხარ სხივოსანი,
თვალის ჩინის წილი ხარ და უკვდავყავ შენი მგოსანი,
რაწამს თვალი გკიდა ვარდმა, სოსანს უთხრა: „საროსტანი
ამ ბაღნარში რამ გაზარდა?“- დააღონა მით სოსანი.
ეს ცხოვრება მაგ დალალს ჰგავს: აიწეწა, აიბურდა;
ნიკაპის ჭა ციხედ მექცა, ზეცა გამიუდაბურდა,
ნაწნავებმა ნაწამები გამბაწრეს და მადევს ხუნდად,
მაგ კავებით მხარ-მკლავებზე ნათელი დღე გაბინდბუნდდა.
სად მიდიხარ ღიმილმჩენი... ბანგით ნასვამს მიგაფერე,
მე მინდიხარ ვარდი მშვენი... დარდი გადამისხვაფერე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ემილი1999 ვულოცავთ დაბადების დღეს