ნაწარმოებები



ავტორი: დარინა
ჟანრი: პოეზია
16 მარტი, 2017


შემამჩნევ

ახლა არ ვიცი,
როგორ მოგმართო.
ღამეა გარეთ და ცა ჩუმია.
ფიქრი ხან თბილი შალის გორგალი,
ხან კიდევ ცივი აბრეშუმია.
მე ისე მომწონს, რაც სხვებზე წერე,
რომ აღარ მინდა, ვიკითხო მეტი
და ვხვდები, სხვებმა ვერ შეგიფერეს,
როცა შენს ლექსებს ვკითხულობ ჩემთვის.
ოთახში თბილა და ჩემს ფანჯრებში
გარედან მოჩანს უბრალო შუქი,
მაგრამ, გაარჩევ ჩემს გულს ამდენში,
შენ, დაკვირვებით შემხედავ თუკი.




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები