ნაწარმოებები


ოქსფამის კონკურსი საუკეთესო აკადემიური ესესთვის     * * *     ლიტერატურული ფესტივალი „ინსომნია“     * * *     ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2017“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: თ.კომლაძე
ჟანრი: პოეზია
14 აპრილი, 2017


ლოცვა

ლოცვა...
მას ჟამსა შინა, რა ვსცან პირველად ღმერთი ჩემი,
მკრთალი სიცივით დამარხული ემბაზის ფსკერზე.
ველოდი სიკვდილს, როგორც ახლა ნაძვის გირჩები
ელიან თოვას.
დაეკიდა კისრის სისქეზე
ჯვარი, რომელიც მამის ხელმა გულზე მომარგო.
მამის რომლისაც აღარც მახსოვს უკვე კეთილი
თვალებიც. მერე თოვლი იყო. არც ისე კარგი
გამოდგა ხორცი სულისათვი და ასე თლილი,
საარცერთფეხო ბილიკებით ვიარე. ახლა,
ფარვანებივით ემალება ჩემი თვალები
ამ ლამპიონებს და მათ შორის ამოსულ სახლებს
იების მსგავსად. სახლი იყო მშვიდი და წლებიც
მარტივი, რადგან მარტივია იცხოვროს სამმა
ერთსულ და ერთხორც და თან და თან წარსულს მიწაში
ვმარხავდით. მერე ქარი იყო და იყო დრამა,
თან ისე კარგი, რომ ფოთლებმაც დამიკრეს ტაში
ბოლოს კი ზამთრის მიწურულზე ჩვენ დავრჩით ორნი,
საერთო გვქონდა თითები და ცივი მზე მრავლად.
მე, თუმცა, ტკივილს დავატარებ შავ ფილტვებს შორის,
თვალებში მიანც არგამხელილ იმედებს ვმალავ.
მას ჟამსა შემდგომ, რა ვსცან პირველად ღმერთი ჩემი,
ჩუმი სხივებით რომ დაეცა მბზინვარე ოლარს,
ველი მას მარტო როგორც ახლა ნაძვის გირჩები
ელიან თოვას
ელიან თოვას
ელიან თოვას..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები