ნაწარმოებები



ავტორი: თორნიკე ხურციძე
ჟანრი: თარგმანი
19 აპრილი, 2017


არ დავშორდებით - მაჰმუდ დარვიში

ზღვებია ჩვენს წინ,
ჩვენს უკან ტყეა,
როგორ დავშორდეთ, ბატონო ჩემო,
შავო თვალებავ,
როგორ დავშორდეთ,
არავინ მყავს, გარდა შენ ერთის,
ნუთუ მომბეზრდა თვალები შენი,
სამარადჟამოდ აღსავსევ სევდით,
ნუთუ გავურბი შენს გაშლილ ხელებს,
სამარადჟამოდ უსასტიკესო,
თუმცა კი მაინც მარტო ვარ დღემდე,
არ მყავს არავინ,
მითხარი როგორ უნდა დავშორდეთ,
საშინელებავ ულამაზესო,
და მეგობარო ჩემო,
რა დარჩა ჩვენში, გაუცხოვების,
სირთულეებით სავსე გზის გარდა,
ზღვა არის ჩვენს წინ,
უკან დარჩა სურვილი ჩემი,
როგორ დავშორდეთ...


لن نفترق

أمامنا البحار و الغابات
و راءنا فكيف نفترق
يا صاحبي يا أسود العينين
خذني كيف نفترق
و ليس لي سواك
لعلني سئمت مقلتيك
يا ظامئا إلى الأبد
لعلني أخاف من يديك
يا قاسيا إلى الأبد
لكنني بلا أحد
بلا أحد
فكيف نفترق
يا أجمل الوحوش يا صديقي
ما بيننا سوى النفاق
و الخوف متاعب الطريق
البحر من أمامنا
و اغاب من ورائنا
...فكيف نفترق

محمود درويش

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ემილი1999 ვულოცავთ დაბადების დღეს